1. თუ ამ წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას სამართალდამრღვევის იდენტიფიცირებისათვის ან სხვა ფაქტობრივი გარემოებების დადგენისათვის საჭიროა ადმინისტრაცილი წარმოების ჩატარება, ზედამხედველობის სამსახურის საჯარო მოხელე დამრღვევის მიმართ ადგენს  ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს და  უგზავნის ზედამხედველობის სამსახურის უფროსს  (შემდგომში – სამსახურის უფროსი).

2. სამსახურის უფროსი დამატებით იკვლევს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა დოკუმენტსა და ფაქტობრივ გარემოებას, ასევე სავარაუდო სამართალდამრღვევს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას საკუთარი მოსაზრებებისა და დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენის მიზნით.

3. თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის შემდგომ დადგინდება სავარაუდო სამართალდამრღვევის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი, სამსახურის უფროსი გამოსცემს ინდივიდუალურ  ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – ბრძანებას სამართალდარღვევის შესახებ და სამართალდამრღვევს შეუფარდებს ადმინისტრაციულ სახდელს (ჯარიმას)

4. თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის შემდგომ ვერ დადგინდება სავარაუდო სამართალდამრღვევის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი, უკვე შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი გაუქმდება ამ წესის მე-8 მუხლის შესაბამისად, ხოლო დაინტერესებულ პირს წერილით ეცნობება ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახე