ა) ობიექტის სახანძრო საშიშროებას;

ბ) ხანძრის დროს ადამიანთა უსაფრთხოების უზრუნველმყოფი ღონისძიებების ეფექტიანობასა და პრიორიტეტულობას;

გ) ადამიანთა გადარჩენის შესაძლებლობას;

დ) სახანძრო დაცვის დანაყოფების ხანძრის კერასთან მისვლისა და ხანძრის ჩაქრობის საშუალებების მიწოდების შესაძლებლობას, მათი განლაგებისა და ტექნიკური აღჭურვის გათვალისწინებით;

ე) ხანძრის საშიში ფაქტორების ზემოქმედების შესაძლებლობას მესამე პირზე,  ადამიანებისა და ქონებრივი კომპლექსის ჩათვლით.

2. ობიექტის სახანძრო საშიშროებისა და ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების ეფექტიანობის შეფასებისას შეიძლება გამოყენებულ იქნეს ხანძრის განვითარების, ხანძრის საშიში ფაქტორების გავრცელებისა და ადამიანთა ევაკუაციის საანგარიშო სცენარები და რისკის შეფასების მეთოდები, მათ შორის, მესამე პირთათვი