ა) ობიექტისა და მისი ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის მოწყობილობებისა და სისტემების დაპროექტების დოკუმენტაცია;
ბ) ამ ობიექტთან დაკავშირებით, ზედამხედველობის ორგანოს მიერ ადრე გაცემული დასკვნები, წერილები თუ რეკომენდაციები;
გ) ხანძრის ჩაქრობის ავტომატური სისტემის შემწოვი, დამწნევი და გამანაწილებელი მილგაყვანილობის გამორეცხვისა და ჰიდრავლიკური გამოცდის ჩატარების საშედეგო დოკუმენტაცია (ასეთი სისტემის არსებობისას);
დ) ხანძრის ჩაქრობის ავტომატური სისტემის (ასეთი სისტემის არსებობისას) დამმონტაჟებელი ორგანიზაციის მიერ დოკუმენტურად გაფორმებული სისტემის ინსპექტირებისა და შემოწმების წესი (აღნიშნული „წესი“ უნდა შეიცავდეს დეტალურ ინსტრუქციას იმ მოქმედებების შესახებ, რომლებიც უნდა შესრულდეს ავარიების, სისტემის ამუშავებისა და ტუმბოების ხელით ავარიული გაშვების დროს, ასევე დეტალურ ინფორმაციას სისტემის ტექნიკური მომსახურების შესახებ);
ე) ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის სისტემების, დამმონტაჟებელი ორგანიზაციების მიერ გამოცდის ჩატარებისა და მიღება-ჩაბარების დოკუმენტაცია.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების წარმოე