2. საკონტროლო შემოწმება ტარდება დეტალური და მიზნობრივი შემოწმების შედეგებისა და ვადების, ობიექტის ფუნქციური დანიშნულების, მოცულობის, საფრთხის ხარისხის გათვალისწინებით, ზედამხედველობის ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ დამტკიცებული გეგმის შესაბამისად. საკონტროლო შემოწმება ტარდება არანაკლებ 3 წლის ვადაში.

3. საკონტროლო  შემოწმების შედეგების მიხედვით დეტალური ან მიზნობრივი შემოწმების შედეგად გაცემული მიწერილობით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულების ან შეუსრულებლობის შესახებ ავსებს დანართ №2-ით განსაზღვრულ ფორმას.

4. საკონტროლო შემოწმების დროს ობიექტზე ისეთი დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში, რომელიც მითითებული არ იყო დეტალური ან მიზნობრივი შემოწმების შედეგად გაცემულ მიწერილობაში, ზედამხედველობის ინსპექტორი ადგენს შემოწმების შესახებ ახალ მიწერილობას, რომელიც ეგზავნება ობიექტს.

5. საკონტროლო შემოწმების დასრულების შემდგომ, თუ ობიექტის შემოწმებისას არ გამოვლინდა დარღვევა, ზედამხედველობის ინსპექტორი ადგენს აქტ