მიწერილობაში მითითებული სახანძრო უსაფრთხოების ღონისძიებების შესრულების ვადებს ადგენს სახელმწიფო ინსპექტორი, გამოვლენილი დარღვევების პოტენციური საშიშროების ხარისხის გათვალისწინებით (როგორც ადამიანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, ასევე მესამე პირთა ქონების მიმართ). მიწერილობით მითითებული ღონისძიებების დადგენილ ვადებში შეუსრულებლობისას, სახელმწიფო ინსპექტორი, უფლებამოსილების ფარგლებში, იღებს ზომებს დამრღვევ პირთა მიმართ. მიწერილობაში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი შესრულებული ღონისძიებების შესახებ.
“საქართველოში სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის ორგანიზაციისა და განხორციელების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” · რედაქცია 27.02.2008
მუხლი 41
თავი VIII — კონტროლის ღონისძიებების შედეგების გაფორმება
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 14
- მუხლი 10
- მუხლი 71. საინსპექციო მიწერილობა
- მუხლი 19. მიწერილობის გაცემა და მისი შესრულების კონტროლი
- მუხლი 19
- მუხლი 177¹¹. ობიექტის ექსპლუატაციის შეჩერების, აგრეთვე პროდუქციის (ნედლეულის) წარმოება-რეალიზაციის შეჩერების ან აკრძალვის შესახებ სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის ორგანოების დადგენილების (მიწერილობის) შეუსრუ
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — “საქართველოში სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის ორგანიზაციისა და განხორციელების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე”, კონსოლიდირებული რედაქცია 27.02.2008. გამოქვეყნება: სსმ, 122, 07/09/2006.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “საქართველოში სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის ორგანიზაციისა და განხორციელების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე”, მუხლი 41, №1062, 05.09.2006, სარეგისტრაციო კოდი 140.160.000.22.034.009.194 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.02.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/66352/muxli-41/