მუხლი 45 მიწერილობები, შესაბამისი რეგისტრაციის შემდეგ, დადგენილი წესით აღირიცხება სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის ორგანოს მიწერილობების აღრიცხვის ჟურნალში. შემოწმების (გამოკვლევის) შესახებ შესაბამისი აღნიშვნები კეთდება პროფილაქტიკური სამუშაოს აღრიცხვის ჟურნალში (ფორმა 3). დასაშვებია ასეთი ჟურნალების წარმოება ელექტრონული ფორმით, ასლის აუცილებელი შექმნის პირობით. ჟურნალის ფორმები, მათი წარმოებისა და შენახვის წესი განისაზღვრება სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის მმართველობის ორგანოების მიერ🔗