მუხლი 40 დაპროექტებისა და მშენებლობის პერიოდში მოქმედი ნორმატიული აქტების შესაბამისად დაპროექტებულ და აშენებულ შენობა-ნაგებობებზე ახალი ნორმატიული აქტების მოთხოვნები არ ვრცელდება, გარდა შემთხვევებისა, როდესაც მათი შემდგომი ექსპლუატაცია საფრთხეს უქმნის ადამიანთა ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს. არსებული შენობა-ნაგებობების ან მათი ცალკეული სათავსების ფუნქციონალური დანიშნულების, აგრეთვე გეგმარებით-მოცულობითი და კონსტრუქციული გადაწყვეტების შეცვლისას, მიწერილობაში შეიძლება შეტანილ იქნეს ამ შენობა-ნაგებობების ახალი დანიშნულების შესაბამისი ნორმატიული აქტების მოთხოვნებზე დაფუძნებული ღონისძიებები🔗