თავი II — საგზაო მოძრაობის ორგანიზება და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა
2. აშენებული, რეკონსტრუირებული და გარემონტებული გზა საექსპლუატაციოდ მიიღება სამშენებლო ნორმებისა და წესების დაცვით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. გზის მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და რემონტის ხარისხისთვის პასუხისმგებელია დამკვეთი.
4. აშენებული, რეკონსტრუირებული და გარემონტებული გზის საექსპლუატაციოდ მიღების შემდეგ მისი ტექნიკური მდგომარეობისთვის პასუხისმგებელია ამ გზის მესაკუთრ
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (24.12.2013).
წინა რედაქცია (03.01.2014 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 15. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძირითადი მოთხოვნები გზის დაპროექტების, მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და რემონტის დროს1. საქართველოს ტერიტორიაზე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გზის დაპროექტება, მშენებლობა, რეკონსტრუქცია და რემონტი ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. აშენებული, რეკონსტრუირებული და გარემონტებული გზა საექსპლუატაციოდ მიიღება სამშენებლო ნორმებისა და წესების დაცვით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. გზის მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და რემონტის ხარისხისთვის პასუხისმგებელია დამკვეთი. 4. აშენებული, რეკონსტრუირებული და გარემონტებული გზის საექსპლუატაციოდ მიღების შემდეგ მისი ტექნიკური მდგომარეობისთვის პასუხისმგებელია ამ გზის მესაკუთრე.