გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/35543-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
11 ივნისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ეკატერინე ბიწაძე
სხდომის მდივანი - თამთა ბარამიძე
მოსარჩელე - ლ-- ხ-------ი
წარმომადგენელი - ქ--------------–---–ი
მოპასუხე - ა------ გ-----------–---–ი, გ------ი კ-----–---ო
მოპასუხე გ------ი კ-----–---ოს წარმომადგენელი - თ--------------–---–ი
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეებს ა------ გ-----------–---–ს და გ------ი კ-----–---ოს მოსარჩელე ლ-- ხ-------ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ ზიანის ანაზღაურება 3909 ლარის ოდენობით, საიდანაც 3400 ლარი არის ავტომობილისთვის მიყენებული ზიანი, 409 ლარი ექსპერტიზის დასკვნის მოსამზადებლად გადახდილი თანხა და 100 ლარი საჯარიმო სადგომის საფასური.
სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
2018 წლის 27 აგვისტოს, დაახლოებით 23:45 საათზე ქ. რ-------ში ჟ. შ-------ას მოედნიდან ლ------ის ქუჩის მიმართულებით მოძრავი H-----ს მარკის ავტომობილი, სახელმწიფო სანომრე ნიშნით M------, რომლის მძღოლმა, მართვის უფლების არმქონემ, ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფმა ა------ გ------ოზაშვილმა დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-3, მე-15 და 33-ე მუხლის 1-ლი პუნქტების მოთხოვნები, ქ. რ-------ში, ტ-–-----ის ქუჩაზე შეეჯახა ლ-- ხ-------ის კუთვნილ M-------------ის მარკის ავტომობილს, სახელმწიფო სანომრე ნიშნით 0--------, რომელსაც მართავდა მ----- კ--------ე. დადგენილ იქნა, რომ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა გამოწვეული იყო მოპასუხეების მხრიდან ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევით, რაც წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას და რის გამოც ორივე მოპასუხის მიმართ გამოწერილ იქნა საჯარიმო ქვითრები.
მოპასუხეების ბრალით გამოწვეული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად ლ-- ხ-------ს მიადგა მატერიალური ზიანი. კერძოდ, ლ-- ხ-------ის კუთვნილმა ავტომანქანამ M-------------ის მარკის ავტომობილმა, სახელმწიფო სანომრე ნიშნით 0--------, მიიღო შემდეგი დაზიანებები: ძარასა და ძარას გადაკრულობის წინა და მარჯვენა ნაწილზე აღენიშნებოდა ავარიული ხასიათის მექანიკური დაზიანებები, რთული და საშუალო დეფორმაციების სახით, ძარასა და ძარის ფრთასხმულობას შორის დაირღვა ქარხანა დამამზადებლის მიერ კონსტრუქციულად გათვალისწინებული ღიობების ზომები. დაზიანდა, ასევე, წინა ბამპერი, წინა მარჯვენა მაშუქი, წინა მარჯვენა ნისლ-საწინააღმდეგო მაშუქი და ა. შ. საერთო ჯამში ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის საფუძველზე ლ-- ხ-------ის კუთვნილი მარკის ავტომობილისთვის მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა განისაზღვრა 3400 ლარის ოდენობით. დასკვნის მოსამზადებლად ლ-- ხ-------ის მიერ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროსთვის გადახდილ იქნა 409 ლარი.
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შემდეგ ლ-- ხ-------ის კუთვნილი ავტომობილი გადაყვანილ იქნა საჯარიმო სადგომზე, რის გამოც ლ-- ხ-------მა გადაიხადა საჯარიმო სადგომზე დგომის საფასური 100 ლარის ოდენობით.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე გ------ი კ-----–---ომ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელე მხარე მიუთითებს დავის სარჩელში, რომ იგი იმყოფებოდა ავტო-სატრანსპორტო შემთხვევის დროს მძღოლის ა------ გ------ოზაშვილის გვერდით, აღნიშნული წარმოადგენს სიცრუეს და მას არ მიუძღვის ბრალი ავტოსატრანსპორტო შემთხვევისას წარმოშობილი ზიანის დადგომაში.
მოსარჩელემ ასევე მიუთითა, რომ იგი 2018 წლის 27 აგვისტოს ჩამოვიდა ურეკიდან-თბილისში მისი კუთვნილი ავტო-მანქანით, როდესაც იგი ისვენებდა სახლში, მისმა ახლობელმა ა------ გ------ოზაშვილმა უთხრა მას რომ გადადიოდა მაღაზიაში სიგარეტის საყიდლად, თუმცა მას არც წარმოედგინა რომ იგი მანქანით აპირებდა წასვლას, ვინაიდან მაღაზია იყო სახლთან ახლოს. ასევე, მისთვის ცნობილი არ იყო, რომ ა------ გ------ოზაშვილს არ ჰქონდა ავტომანქანის მართვის უფლება.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ მას ა------ გ------ოზაშვილთან ერთად არ უნდა დაეკისროს სოლიდარული პასუხისმგებლობა ავტოსატრანსპორტო შემთხვევისას წარმოშობილი ზიანის ანაზღაურების კუთხით, ვინაიდან გ------ე კ-----–---ომ უკვე აგო პასუხი ადმინისტრაციული წესით, იმ საფუძვლით რომ მისი ავტომანქანით მოხდა ავარია, სხვა ბრალი გ------ი კ-----–---ოს არ მიუძღვის ავტო-მანქანის შემთხვევისას წარმოშობილი ზიანის კუთხით. მას არ შეიძლება დაეკისროს ორმაგი პასუხისმგებლობა იმ ზიანისთვის, რომელიც მას არ გამოუწვევია.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, გ------ე კ-----–---ომ, როგორც ავტომანქანის მფლობელმა არ უნდა აგოს პასუხი იმ ზიანისთვის, რომელიც მას არ წარმოქმნია და არ მიუძღვის ბრალი. ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის მე-4-ე ნაწილი ითვალისწინებს შემდეგს: თუ პირი სატრანსპორტო საშუალებას იყენებს მფლობელის ნებართვის გარეშე, იგი ვალდებულია მფლობელის ნაცვლად აანაზღაუროს ზიანი. ამასთან, მფლობელი ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი, თუ სატრანსპორტო საშუალების გამოყენება შესაძლებელი გახდა მისი ბრალის გამო.
2.2. მოპასუხე ა------ გ-----------–---–მა შესაგებელი არ წარმოადგინა და სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა და მიუთითა რომ აქვს სურვილი გადაიხადოს მის მიერ მიყენებული ზიანი, თუმცა ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე ესაჭიროება გონივრული ვადა, რომ შეძლოს ნაწილ-ნაწილ აღნიშნულის დაფარვა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ 12.11.2018 წლის დადგენილების თანახმად, 2018 წლის 27 აგვისტოს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარ სამმართველოს საგამოძიებო განყოფილებაში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის No7--------- საქმეზე, საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
დადგენილია, რომ 2018 წლის 27 აგვისტოს, დაახლოებით 23:45 საათზე ქ. რ-------ში, ჟ. შ-------ას სახელობის მოედნიდან ლ------ის ქუჩის მიმართულებით მოძრავი H-----ს მარკის ავტომობილი, სახელმწიფო სანომრე ნიშნით M------, რომლის მძღოლმა, მართვის უფლების არმქონემ, ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფმა ა------ გ------ოზაშვილმა, დაბადებული 1----–-–----- ოქტომბერს, ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ქ. თბილისი, მ---–-------------------ში, დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-3, მე 15 და 33-ე მუხლის 1-ლი პუნქტების მოთხოვნები. ქ. რ-------ში, ტ-–-----ის ქუჩაზე, შეეჯახა M-------------ის მარკის ავტომობილს, სახელმწიფო სანომრე ნიშნით O--------, რომელსაც მართავდა მ----- კ--------ე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ქ. რ-------ი, თ------------------------ში. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მიღებული ჯანმრთელობის დაზიანებით, M--------ის მგზავრმა, ქ. რ-------ში, ლ------ის ქუჩის N2------ში მცხოვრებმა, 1--- წლის 10 სექტემბერს დაბადებულმა ლ--–---------–---–მა, მოგვიანებით, 2018 წლის 28 აგვისტოს, დაახლოებით 00:40 საათზე, მიმართა სს "რ-------ის ც--------–---------------------ს", საიდანაც იმავე დღეს, 02.10 საათზე სახლში გაწერეს.
დადგენილია, რომ გ------ე კ-----–---ოს გამოეწერა ჯარიმა სატრანსპორტო საშუალების სამართავად მართვის უფლების არმქონე, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ა------ გ------ოზაშვილისათვის გადაცემის გამო.
წარმოდგენილი საჯარიმო ქვითრების თანახმად, მოპასუხეები გ------ი კ-----–---ო და ა------ გ------ოზაშვილი ცნობილი იქნენ სამართალდამრღვევებად და თითოეული დაჯარიმდა ათასლარიანი ჯარიმით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 12.11.2018 წლის დადგენილება (ს.ფ. 19-21);
- ა------ გ------ოზაშვილის და მ----- კ--------ის ახსნა-განმარტებები (ს.ფ. 118-119);
- საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის სქემა (ს.ფ. 120);
- გ------ი კ-----–---ოს ახსნა-განმარტება (ს.ფ. 121);
- აქტები #227 და #228 (ს.ფ. 122-123);
- ელექტრონული საჯარიმო ქვითრები (ს.ფ. 127; 129);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.2. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 20.09.2018 წლის დასკვნის თანახმად, ექსპერტიზის წინაშე დაისვა შემდეგი შეკითხვები: გთხოვთ ჩაატაროთ სასაქონლო ექსპერტიზა და განსაზღვროთ ავტოავარიის შედეგად დაზიანებულ, 2000 წელს დამზადებულ, მსუბუქ ავტომობილ „M------- B---------“-ზე. სახელმწიფო ნომრით 0--------, მიყენებული ზარალის ოდენობა.
ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია, რომ ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილ, მსუბუქ ავტომობილ „M------- B---------"-ზე, სახელმწიფო ნომრით 0--------, საიდენტიფიკაციო ნომრით W---------------, მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა, დღევანდელი საბაზრო ფასების გათვალისწინებით, საორიენტაციოდ შეადგენს 3400 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ექსპერტის 2018 წლის 20 სექტემბრის დასკვნა (ს.ფ. 22-29);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.3. დადგენილია, რომ მსუბუქ ავტომობილი „M------- B---------", სახელმწიფო ნომრით 0--------, საიდენტიფიკაციო ნომრით W---------------, წარმოდგენს მოსარჩელე ლ-- ხ-------ის საკუთრებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ტექ. პასპორტის ასლი (ს.ფ. 31);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.4. მოსარჩელე ლ-- ხ-------ის მიერ შპს ,,ტ----------–----------ის“ სპეც. ავტოსადგომზე ავტომობილის განთავსებისთვის გადახდილ იქნა მომსახურების საფასური 100 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სალაროს შემოსავლის ორდერი (ს.ფ. 32);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.5. დადგენილია, რომ სადავო ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, მოსარჩელე ლ-- ხ-------ისთვის მიყენებული ზიანის ოდენობა შეადგენს 3500 ლარს, საიდანაც 3400 ლარი არის ავტომობილისთვის მიყენებული ზიანი და 100 ლარი საჯარიმო სადგომის საფასური.
წარმოდგენილ შემთხვევაში დაზიანების ხარისხი და ზიანის ოდენობა მხარეთა შორის სადავო არ გამხდარა. მოპასუხე გ------ კ-----–---ოს მიერ მიეთითა მხოლოდ მისი პასუხისმგებლობის გამომრიცხავ გარემოებებზე, ხოლო მოპასუხე ა------ გ------ოზაშვილს საქმეზე შესაგებელი არ წარმოუდგენია და ზიანის ოდენობასთან მიმართებით შედავება არ განუხორციელებია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 12.11.2018 წლის დადგენილება (ს.ფ. 19-21);
- ა------ გ------ოზაშვილის და მ----- კ--------ის ახსნა-განმარტებები (ს.ფ. 118-119);
- საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის სქემა (ს.ფ. 120);
- გ------ი კ-----–---ოს ახსნა-განმარტება (ს.ფ. 121);
- აქტები #227 და #228 (ს.ფ. 122-123);
- ექსპერტის 2018 წლის 20 სექტემბრის დასკვნა (ს.ფ. 22-29);
- სალაროს შემოსავლის ორდერი (ს.ფ. 30);
- სალაროს შემოსავლის ორდერი (ს.ფ. 32);
- ელექტრონული საჯარიმო ქვითრები (ს.ფ. 127; 129);
- ექსპერტის 08/11/2018 წლის დასკვნა (ს.ფ. 133-136);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარის ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, მიიჩნევს, რომ სარჩელი საფუძვლიანია და სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 992-ე, 998-ე, 999-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის შესაბამისად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
აღნიშნული ნორმების დანაწესიდან გამომდინარე, ნებისმიერმა პირმა უნდა აანაზღაუროს მის მიერ მიყენებული ზიანი. სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს დელიქტური ვალდებულება წარმოადგენს. ამგვარი ვალდებულებები არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მითითებული ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა არსებობდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას. უპირველეს ყოვლისა გასათვალისწინებელია, რომ ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი ემსახურება არა ზიანის მიმყენებლის დასჯას, არამედ იმ დანაკლისის შევსებას, რომელიც მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად სხვა პირს მიადგა. ზიანი შეიძლება გამოიხატოს პირადი ქონების დაზიანებაში ან განადგურებაში. ანდა ისეთ ქმედებაში, როდესაც პირი კარგავს მის კუთვნილ ქონებას. სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი ადგენს პრინციპს, რომლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს სრული მოცულობით. ამ შემთხვევაში მთავარია, რომ დაზარალებული პირის ინტერესები სრული მოცულობით იყოს დაკმაყოფილებული.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების ვალდებულების მოპასუხეზე დასაკისრებლად საჭიროა სახეზე იყოს, სამართალდარღვევის შემადგენლობა, რომლის შემადგენელ ელემენტს წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ზიანი და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. სასამართლომ მხარეთა განმარტებების და საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე, დადასტურებულად მიიჩნია მოპასუხის მიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის და აღნიშნული ქმედების შედეგად მოსარჩელისთვის მატერიალური ზიანის მიყენების ფაქტი. შესაბამისად, სახეზეა სამართალდარღვევის სამივე ნიშანი, რაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის საფუძველზე მოპასუხის მიერ მოსარჩელისთვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობის საფუძველია.
წარმოდგენილ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად ზიანის ოდენობა განისაზღვრა 3500 ლარის ოდენობით, რაც აღნიშნულ ნორმათა დანაწესის თანახმად, ზიანის მიმყენებლის ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობის სამართლებრივი საფუძველია.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 998-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ზიანის დადგომაში მონაწილეობს რამდენიმე პირი, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ პირი სატრანსპორტო საშუალებას იყენებს მფლობელის ნებართვის გარეშე, იგი ვალდებულია მფლობელის ნაცვლად აანაზღაუროს ზიანი. ამასთან, მფლობელი ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი, თუ სატრანსპორტო საშუალების გამოყენება შესაძლებელი გახდა მისი ბრალის გამო. ამ ნაწილის პირველი წინადადება არ გამოიყენება, თუ მოსარგებლე მფლობელის მიერ დანიშნულია სატრანსპორტო საშუალების სამართავად, ან თუ ეს სატრანსპორტო საშუალება მას გადაცემული ჰქონდა მფლობელისაგან. ამდენად, მითითებული ნორმის პირველი წინადადება გამორიცხავს მფლობელის პასუხისმგებლობას, თუკი ნივთი მისი მფლობელობიდან გავიდა მისი ნებართვისა და ბრალის გარეშე. მფლობელის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საწინააღმდეგო დანაწესს ამკვიდრებს ამავე მუხლის ბოლო წინადადება. იგი დისპოზიციური ხასიათის დებულებაა, რომლის მიხედვით, მფლობელის პასუხისმგებლობის წარმოშობის ერთ-ერთ წანამძღვარს წარმოადგენს მფლობელის მიერ ნივთის მოსარგებლისთვის გადაცემა.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, გ------ე კ-----–---ოს სახელზე რეგისტრირებულ ავტომანქანას „M------- B---------"-ს, სახელმწიფო ნომრით 0--------, საიდენტიფიკაციო ნომრით W---------------, მართავდა ა------ გ------ოზაშვილი, რომელიც ავტომანქანაზე მფლობელობას ახორციელებდა თხოვების საფუძველზე. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების შესაბამისად, ცალსახად დასტურდება, რომ გ------ი კ-----–---ომ გადასცა მართვის უფლების არმქონეს პირს მანქანა, რომელმაც თავის მხრივ მოახდინა შეჯახება. აღნიშნული ფაქტის საფუძველზე იგი ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდა, რაც არ გაუხდია სადავო და მეტიც, დაადასტურა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს უფროსის სახელზე შედგენილ ახსნა-განმარტებაში 29.08.20-18 წელს (ს.ფ.121).
ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის მეოთხე ნაწილის მესამე წინადადების თანახმად, შესაძლებელია გამოვყოთ ორი შემთხვევა, როდესაც პასუხისმგებლობა ეკისრება სატრანსპორტო საშუალების მფლობელს: როდესაც მოსარგებლე მფლობელის მიერ დანიშნულია სატრანსპორტო საშუალების სამართავად, ან თუ ეს სატრანსპორტო საშუალება მას გადაცემული ჰქონდა მფლობელისგან. ამ შემთხვევაში მნიშვნელობა ენიჭება მომეტებული საფრთხის წყაროთი ზიანის მიყენების ინსტიტუტის თავისებურებას, რომლის შესაბამისად, სამოქალაქო პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს პირს (მფლობელს), რომელიც არ წარმოადგენს ზიანის მიმყენებელს, არ მიუძღვის ბრალი ზიანის დადგომაში.
სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმის მიზნებიდან გამომდინარე, სატრანსპორტო საშუალების მფლობელად მიიჩნევა პირი, რომელიც იურიდიული საფუძვლით ახორციელებს ნივთზე ფაქტობრივ ბატონობას. იმ შემთხვევაში, თუ პირი, რომელიც იყენებს სატრანსპორტო საშუალებას მისი მფლობელის ნებართვის გარეშე (არამართლზომიერი მფლობელი), სხვას მიაყენებს ზიანს ამ სატრანსპორტო საშუალების გამოყენებით, სამოქალაქო პასუხისმგებლობა დაეკისრება ამ პირს (არამართლზომიერ მფლობელს) და არა სატრანსპორტო საშუალების მფლობელს. სწორედ ასეთ რეგულირებას შეიცავს სსკ-ის 999-ე მუხლის მე-4 ნაწილის პირველი წინადადება, თუ სატრანსპორტო საშუალების გამოყენება შესაძლებელი გახდა მისი ბრალის გამო, რასაც ითვალისწინებს 999-ე მუხლის მე-4 ნაწილის მესამე წინადადების საფუძველზე, ისე - სატრანსპორტო საშუალების მოსარგებლეს, რომელიც ბრალეულად მოქმედებდა და ზიანის მიმყენებელია 992-ე მუხლის საფუძველზე. ამ შემთხვევაში, სახეზეა მოვალეთა სიმრავლე ვალდებულებაში, ვალდებულებათა ერთიანობა, როდესაც ყოველ მოვალეს თავისი საკუთარი ვალდებულება აკისრია კრედიტორის წინაშე, მაგრამ ისინი ერთმანეთთან ისე არიან დაკავშირებული, რომ ქმნიან სოლიდარულ ვალდებულებას.
წარმოდგენილ შემთხვევაში მოპასუხეთა ქმედებებმა ერთობლივად, რომელიც შესაბამისი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის საფუძველიც გახდა, განაპირობა კონკრეტული ავტოსატრანსპორტო შემთხვევის დადგომა და შესაბამისად, ზიანის მიაყენა მოსარჩელე ლ-- ხ-------ს. ზემოაღნიშნულიდან გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეებს ა------ გ------ოზაშვილს და გ------ე კ-----–---ოს მოსარჩელე ლ-- ხ-------ის მიმართ, უნდა დაეკისროთ სოლიდარული პასუხისმგებლობა მიყენებული ზიანის - 3500 ლარის ანაზღაურების თაობაზე.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს: ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ამავე კოდექსის 1873 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსიტანციიით განიხილავებ ქონებრივ დავებს, თუ სარჩელის ფასი არ აღემატება 5000 ლარს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან, ლ-- ხ-------ის სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს ა------ გ-----------–---–ს და გ------ი კ-----–---ოს მოსარჩელე ლ-- ხ-------ის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ, მის მიერ საქმეზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში 76 ლარის ოდენობით, ხოლო 8 ლარი უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს, როგორც ზედმეტად გადახდილი.
ასევე, მოსარჩელე ლ-- ხ-------ის მიერ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ ექსპერტის დასკვნის მომზადებისთვის გადახდილ იქნა მომსახურების საფასური 409 ლარის ოდენობით, რაც ასევე უნდა დაეკისროს მოპასუხე მხარეს მოსარჩელე მხარის სასარგებლოდ.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
წარმოდგენილ შემთხვევაში ვინაიდან ლ-- ხ-------ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ძალაში უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 11.12.2018 წლის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, რომლის საფუძველზეც სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოპასუხე გ------ი კ-----–---ოს (პ/ნ: 0----------) აეკრძალა მის თანასაკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაში 1/5 წილის მდებარე: ქალაქი თბილისი, შ-------------–-----ა, #4, (ნაკვ. 5-----), ბინა #16, ფართი: 96,00 კვ.მ. ს/კ: 0---------------------- -ის გასხვისება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელე ლ-- ხ-------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. მოპასუხეებს ა------ გ-----------–---–ს და გ------ი კ-----–---ოს მოსარჩელე ლ-- ხ-------ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ ზიანის სახით 3400 ლარის გადახდა.
3. მოპასუხეებს ა------ გ-----------–---–ს და გ------ი კ-----–---ოს მოსარჩელე ლ-- ხ-------ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მხარის მიერ გაწეული ხარჯის - საჯარიმო სადგომზე დგომის 100 ლარის გადახდა.
4. მოპასუხეებს ა------ გ-----------–---–ს და გ------ი კ-----–---ოს მოსარჩელე ლ-- ხ-------ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ - ექსპერტიზის მომსახურებისათვის გაწეული საფასურის 409 ლარის გადახდა.
5. მოპასუხეებს ა------ გ-----------–---–ს და გ------ი კ-----–---ოს მოსარჩელე ლ-- ხ-------ის სასარგებლოდ დაეკისროთ მხარის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში 76 ლარის ანაზღაურება.
6. მოსარჩელე ლ-- ხ-------ს დაუბრუნდეს მის მიერ 10/12/2018 წლის №0 საკრედიტო საგადახდო დავალებით სს "თ----------ის" მეშვეობით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 59 ლარის ნაწილი - 8 ლარის ოდენობით, რომლიც გადახდილ-- შემდეგ რეკვიზიტებზე: ანგარიში/სახაზინო კოდი 300773150, ბანკის კოდი TRESGE22.
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ეკატერინე ბიწაძე