თავი II — საგზაო მოძრაობის ორგანიზება და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა
ა) საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ სატრანსპორტო საშუალებათა უწესივრობების არსებობისას ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაცია;
ბ) იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის მინები დამუქებულია ან მათი შუქგამტარობა სხვაგვარად არის შეზღუდული საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილი წესის დარღვევით.
გ) იმ სატრანსპორტო საშუალების საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ პერიოდში და ადგილას/გზის მონაკვეთზე მართვა, რომლის რომელიმე თვალი სათანადო მახასიათებლების მქონე ზამთრის საბურავით არ არის აღჭურვილი;
დ) მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, იმ სატრანსპორტო საშუალების საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ პერიოდში და ადგილას/გზის მონაკვეთზე მართვა, რომლის რომელიმე თვალი სათანადო მახასიათებლების მქონე ზამთრის საბურავით არ არის აღჭურვილი და რომლის არანაკლებ ორ წამყვან ბორბალზე სათანადო მახასიათებლების მქონე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები არ არის დამაგრებული.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილი შეზღუდვა არ ვრცელდება იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, რომელთა ნუსხა დადგენილია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ.
საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №4011 – ვებგვერდი, 20.12.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 15.12.2023-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 15.12.2023 კანონი №4011
წინა რედაქცია (03.01.2014 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 12. სატრანსპორტო საშუალებათა ექსპლუატაციის აკრძალვა1. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით აკრძალულია: ა) საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ სატრანსპორტო საშუალებათა უწესივრობების არსებობისას ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაცია; ბ) იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის მინები დამუქებულია ან მათი შუქგამტარობა სხვაგვარად არის შეზღუდული საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილი წესის დარღვევით. გ) იმ სატრანსპორტო საშუალების საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ პერიოდში და ადგილას/გზის მონაკვეთზე მართვა, რომლის რომელიმე თვალი სათანადო მახასიათებლების მქონე ზამთრის საბურავით არ არის აღჭურვილი; დ) მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, იმ სატრანსპორტო საშუალების საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ პერიოდში და ადგილას/გზის მონაკვეთზე მართვა, რომლის რომელიმე თვალი სათანადო მახასიათებლების მქონე ზამთრის საბურავით არ არის აღჭურვილი და რომლის არანაკლებ ორ წამყვან ბორბალზე სათანადო მახასიათებლების მქონე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები არ არის დამაგრებული. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილი შეზღუდვა არ ვრცელდება იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, რომელთა ნუსხა დადგენილია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ.