თავი II — საგზაო მოძრაობის ორგანიზება და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა
2. დაუშვებელია სატრანსპორტო საშუალების გარეცხვა ზღვაში, ტბაში, წყალსაცავში, მდინარეში, ზედაპირული წყლის სხვა ობიექტში და მათ ნაპირებთან წყლიდან 10 მეტრზე უფრო ახლო მანძილზე.
3. საგზაო მოძრაობის მონაწილეს ეკრძალება:
ა) გზის საფრის და გზის მიმდებარე ტერიტორიის დანაგვიანება ან სხვაგვარად დაბინძურება;
ბ) გარემოს საწვავ-საპოხი მასალით დაბინძურება;
გ) სატრანსპორტო საშუალების მართვა ისეთი ნივთიერების გაჟონვის შემთხვევაში, რომელიც აბინძურებს გარემოს.
4. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებისა და გარემოს დასაცავად საგზაო მოძრაობის მონაწილე სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მდგომარეობა უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობით სატრანსპორტო საშუალებებისთვის წაყენებულ ტექნიკურ მოთხოვნებ
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (24.12.2013).
წინა რედაქცია (03.01.2014 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 16. გარემოს დაცვასთან დაკავშირებული მოთხოვნები1. მძღოლმა უნდა უზრუნველყოს, რომ მის მფლობელობაში მყოფმა სატრანსპორტო საშუალებამ მინიმალური ზიანი მიაყენოს გარემოს. 2. დაუშვებელია სატრანსპორტო საშუალების გარეცხვა ზღვაში, ტბაში, წყალსაცავში, მდინარეში, ზედაპირული წყლის სხვა ობიექტში და მათ ნაპირებთან წყლიდან 10 მეტრზე უფრო ახლო მანძილზე. 3. საგზაო მოძრაობის მონაწილეს ეკრძალება: ა) გზის საფრის და გზის მიმდებარე ტერიტორიის დანაგვიანება ან სხვაგვარად დაბინძურება; ბ) გარემოს საწვავ-საპოხი მასალით დაბინძურება; გ) სატრანსპორტო საშუალების მართვა ისეთი ნივთიერების გაჟონვის შემთხვევაში, რომელიც აბინძურებს გარემოს. 4. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებისა და გარემოს დასაცავად საგზაო მოძრაობის მონაწილე სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მდგომარეობა უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობით სატრანსპორტო საშუალებებისთვის წაყენებულ ტექნიკურ მოთხოვნებს.