1. ინდივიდუალური დაცვის საშუალება დაპროექტებული და წარმოებული უნდა იყოს იმგვარად, რომ წინასწარგანსაზღვრული დანიშნულებით გამოყენებისას მომხმარებელს შეეძლოს რისკების შემცველი საქმიანობის უსაფრთხოდ განხორციელება.
2. მოთხოვნები ინდივიდუალური დაცვის საშუალების დაპროექტებისას გასათვალისწინებელი დაცვის ოპტიმალური დონისა და კლასისადმი:
ა) ინდივიდუალური დაცვის საშუალების დაპროექტებისას გასათვალისწინებელი დაცვის ოპტიმალური დონე არის ისეთი დონე, რომლის მიღმა ინდივიდუალური დაცვის საშუალების ტარებით გამოწვეული შეზღუდვები ხელს შეუშლის რისკის შემცველ გარემოში მოხმარებისა და ნორმალური აქტივობის დროს მის ეფექტურ გამოყენებას;
ბ) იმ შემთხვევაში, როდესაც ინდივიდუალური დაცვის საშუალების სხვადასხვა წინასწარ განჭვრეტადი გამოყენების პირობები იმგვარია, რომ წარმოიშობა ერთი და იმავე რისკის სხვადასხვა დონე, ინდივიდუალური დაცვის საშუალების დაპროექტებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს დაცვის შესაბამისი კლასებ