1. ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ძირითადი მოთხოვნები შესასრულებლად სავალდებულოა.
2. ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ძირითად მოთხოვნებთან დაკავშირებული ვალდებულებები ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს კონკრეტული ინდივიდუალური დაცვის საშუალებისთვის დამახასიათებელი რისკი.
3. ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ძირითადი მოთხოვნები განმარტებული და გამოყენებული უნდა იქნეს ინდივიდუალური დაცვის საშუალების დაპროექტებისა და წარმოების დროს არსებული პრაქტიკისა და ტექნოლოგიური პროგრესის მიღწევების გათვალისწინებით, ასევე იმ ეკონომიკური და ტექნიკური მიზანშეწონილობების გათვალისწინებით, რომლებიც თავსებადია ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის მაღალ დონესთან.
4. მწარმოებელი ვალდებულია განახორციელოს რისკის ანალიზი მის მიერ წარმოებული ინდივიდუალური დაცვის საშუალებასთან დაკავშირებული რისკების იდენტიფიცირების მიზნით და ინდივიდუალური დაცვის საშუალება აწარმოოს აღნიშნული ანალიზის შედეგების გათვალისწინებით.
5. ინდივიდუალური დაცვის საშუალების დაპროქტებისა და წარმოების დროს, ასევე ინსტრუქციების მომზადებისას, მწარმოებელი ვალდებულია გაითვალისწინოს ინდივიდუალური დაცვის საშუალების არა მხოლოდ დანიშნულების მიხედვით, არამედ გონივრულად განჭვრეტადი გამოყენებაც. შესაბამის შემთხვევებში უზრუნველყოფილ უნდა იქნეს როგორც მომხმარებლის, ასევე სხვა პირების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება.
ზოგადი მოთხოვნები, რომლებიც ვრცელდება ყველა ინდივიდუალური დაცვის საშუალება