1. ინდივიდუალური დაცვის საშუალება იმგვარად უნდა იყოს დაპროექტებული და წარმოებული, რომ მომხმარებელს მარტივად შეეძლოს მისი მორგება, ნარჩუნდებოდეს მორგების ადგილზე წინასწარ განჭვრეტადი მოხმარების განმავლობაში და აღნიშნული მიზნით ითვალისწინებდეს განსახორციელებელ ქმედებებს, მისაღებ პოზებს და ასევე სხვა განუსაზღვრელ ფაქტორებს. აღნიშნული მიზნით შესაძლებელი უნდა იყოს ინდივიდუალური დაცვის საშუალების მორგება მომხმარებლის აგებულებაზე ყველა შესაძლო საშუალებით, მათ შორის სათანადო მორგებისა და რეგულირების სისტემებითა და ზომებისა და მასშტაბების ადეკვატური შერჩევის გზებით.
2. ინდივიდუალური დაცვის საშუალება უნდა იყოს რაც შეიძლება მსუბუქი, ისე რომ ხელი არ შეეშალოს მის სიმტკიცესა და ეფექტურობას და უნდა აკმაყოფილებდეს დამატებით სპეციალურ მოთხოვნებს, რათა უზრუნველყოფილ იქნეს მისი დანიშნულებით განსაზღვრული რისკებისგან ეფექტური დაცვა და მოხმარების წინასწარ განჭვრეტად პირობებში უძლებდეს გარემო ფაქტორებს.
3. ერთი და იმავე მწარმოებლის მიერ ბაზარზე განთავსებული სხვადასხვა ინდივიდუალური დაცვის საშუალებები ერთმანეთთან თავსებადი უნდა იყოს იმგვარად, რომ მათი ერთობლივი გამოყენებისას უზრუნველყოფილ იქნეს მომხმარებლის სხეულის სხვადასხვა ნაწილის დაცვა.
4. დამცავი ტანსაცმელი, რომელსაც გააჩნია შეცვლადი დამცავი ნაწილები, წარმოადგენს ინდივიდუალურ დაცვის საშუალებას და შესაბამისობის შეფასების პროცედურებისას განხილულ უნდა იქნეს როგორც კომპლექტ