ინდივიდუალური დაცვის საშუალება იმგვარად უნდა იყოს დაპროექტებული და დამზადებული, რომ წინასწარ განჭვრეტადი გამოყენებისას არ წარმოქმნიდეს რისკებს ან სხვა საფრთხის შემცველ ფაქტორებს;

ა) მასალები, რომლისგანაც დამზადებულია ინდივიდუალური დაცვის საშუალება, მათ შორის ნებისმიერი მოხსნადი ნაწილი, ნეგატიურად არ უნდა ზემოქმედებდეს მომხმარებლის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე.

ბ) ინდივიდუალური დაცვის საშუალების იმ ნაწილს, რომელსაც მომხმარებელი შესაძლოა ეხებოდეს მისი გამოყენებისას, არ უნდა გააჩნდეს უხეში ზედაპირი, მახვილი კუთხეები, ბასრი დაბოლოებები და ისეთი ნაწილები, რომლებმაც შესაძლოა გამოიწვიოს კანის გადამეტებული გაღიზიანება ან ფიზიკური ტრავმა;

გ) ინდივიდუალური დაცვის საშუალება არ უნდა უშლიდეს ხელს განსახორციელებელ მოქმედებასა და სენსორულ აღქმას. ინდივიდუალური დაცვის საშუალების გამოყენებამ არ უნდა გამოიწვიოს ისეთი მოქმედებები, რომელმაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას მომხმარებელ