1. ბაზარზე ზედამხედველობის ორგანო ვალდებულია შესაბამის ეკონომიკურ ოპერატორს მოსთხოვოს შეუსაბამობების გამოსწორება, თუ სახეზეა შემდგომ დოკუმენტურ დარღვევათაგან რომელიმე:

ა) ნიშანდება დატანილ იქნა ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-14 მუხლების დარღვევით;

ბ) შესაბამისი ნიშანდება არ იქნა დატანილი;

გ) შესაბამისობის დეკლარაცია არ იქნა შედგენილი;

დ) შესაბამისობის დეკლარაცია სწორად არ იქნა შედგენილი;

ე) ტექნიკური დოკუმენტაცია არ არის ხელმისაწვდომი ან არასრულყოფილია.

2. თუ ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული შეუსაბამობები არ იქნა აღმოფხვრილი, ბაზარზე ზედამხედველობის ორგანო ვალდებულია მიიღოს სათანადო ზომები, რათა შეიზღუდოს ან აიკრძალოს ამგვარი პროდუქტის ბაზარზე განთავსება, ხოლო უკვე განთავსებული პროდუქტები გამოთხოვილ ან/და ამოღებულ იქნეს ბაზრიდან.

I დანართი

ინდივიდუალური დაცვის საშუალების რისკის კატეგორიები

1. ეს დანართი განსაზღვრავს რისკის კატეგორიებს, რომელთაგანაც ინდივიდუალური დაცვის საშუალებამ უნდა დაიცვას მომხმარებელი.

2. I კატეგორია მოიცავს შემდგომ რისკებს:

ა) ზედაპირული მექანიკური დაზიანება;

ბ) სუსტი მოქმედების საწმენდ მასალებთან კონტაქტი ან წყალთან ხანგრძლივი კონტაქტი;

გ) კონტაქტი ცხელ ზედაპირთან, რომლის ტემპერატურაც არ აღემატება 50 °C-ს;

დ) მზის სინათლის ზემოქმედებით გამოწვეული თვალების დაზიანება (გარდა მზეზე დაკვირვებით მიღებულისა);

ე) ატმოსფერული პირობები, რომლებიც არ არის ექსტრემალური ბუნების.

3. II კატეგორია მოიცავს რისკებს, რომლებსაც არ განსაზღვრავს I და III კატეგორიები.

4. III კატეგორია განსაზღვრავს რისკებს, რომლებმაც შესაძლოა გამოიწვიოს ისეთი სერიოზული შედეგები, როგორებიცაა სიკვდილი და ჯანმრთელობის განუკურნებელი დაზიანება. ეს რისკები შესაძლოა დაკავშირებული იყოს შემდგომ მიზეზებთან:

ა) ნივთიერებები და ნაერთები, რომლებიც ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველია;

ბ) ატმოსფეროში ჟანგბადის ნაკლებობა;

გ) საზიანო ბიოლოგიური აგენტები;

დ) მაიონებელი გამოსხივება;

ე) მაღალი ტემპერატურის გარემო, რომლის ეფექტიც უთანაბრდება სულ მცირე 100 °C ჰაერის ტემპერატურის ეფექტს;

ვ) დაბალი ტემპერატურის გარემო, რომლის ეფექტიც უთანაბრდება მაქსიმუმ -50 °C ჰაერის ტემპერატურის ეფექტს;

ზ) სიმაღლიდან ვარდნა;

თ) ელექტრული შოკი და ძაბვის ქვეშ მუშაობა;

ი) დახრჩობა;

კ) ხელში დასაჭერი ხერხით მიღებული ჭრილობები;

ლ) მაღალი წნევის ჭავლები;

მ) ტყვიით ან დანით მიყენებული ჭრილობები;

ნ) ზიანის მომტანი ხმაური.

II დანართი

ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ძირითადი მოთხოვნები

თავი I

პრინციპე