1. I დანართით გათვალისწინებული თითოეული რისკის კატეგორიის მქონე ინდივიდუალური დაცვის საშუალების შესაბამისობის შეფასების პროცედურებია:
ა) კატეგორია I: IV დანართით გათვალისწინებული წარმოების შიდა კონტროლი (მოდული A);
ბ) კატეგორია II: V დანართით გათვალისწინებული ტიპის გამოცდა (მოდული B) და VI დანართით გათვალისწინებული პროდუქტის ტიპთან შესაბამისობა დაფუძნებული შიდა საწარმოო კონტროლზე (მოდეული C);
გ) კატეგორია III: V დანართით გათვალისწინებული ტიპის გამოცდა (მოდული B) და რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილთაგან:
გ.ა) VII დანართით გათვალისწინებული პროდუქტის ტიპთან შესაბამისობა დაფუძნებული შიდა საწარმოო კონტროლსა და შემთხვევითი ინტერვალებით პროდუქტის საკონტროლო შემოწმებაზე (მოდული С2);
გ.ბ) VIII დანართით გათვალისწინებული ტიპთან შესაბამისობის განსაზღვრა წარმოების პროცესის ხარისხის უზრუნველყოფის საფუძველზე (მოდული D).
2. იმ შემთხვევაში, თუ III კატეგორიას მიკუთვნებული ინდივიდუალური დაცვის საშუალება დამზადებულია ერთ ერთეულად ინდივიდუალური მომხმარებლისთვის, შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს „ბ“ პუნქტით გათვალისწინებული პროცედურ