1. შესაბამისობის შემფასებელი ორგანო ვალდებულია განახორციელოს შესაბამისობის შეფასება ამ ტექნიკური რეგლამენტის V, VII და VIII დანართებში მოცემული შესაბამისობის შეფასების პროცედურის შესაბამისად.

2. შესაბამისობის შემფასებელი ორგანო ვალდებულია შესაბამისობის შეფასებები განახორციელოს პროპორციულად, ეკონომიკური ოპერატორებისთვის არასაჭირო ტვირთის დაკისრების გარეშე, დაგეგმილი საქმიანობის ზომის, საქმიანობის სფეროს, სტრუქტურის, პროდუქტის ტექნოლოგიური სირთულის და წარმოების პროცესის მასობრივი ან სერიული ხასიათის გათვალისწინებით. ზემოაღნიშნული ვალდებულების შესრულებისას შესაბამისობის შემფასებელი ორგანო ვალდებულია გაითვალისწინოს ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან პროდუქტის შესაბამისობის შეფასების დასადასტურებლად მოთხოვნილი უსაფრთხოებისა და სიზუსტის ხარისხი.

3. თუ შესაბამისობის შემფასებელი ორგანო აღმოაჩენს, რომ მწარმოებელი არ აკმაყოფილებს ტექნიკური რეგლამენტის II დანართით განსაზღვრული უსაფრთხოების მოთხოვნებს ან ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-12 მუხლით განსაზღვრულ სტანდარტებს, იგი ვალდებულია მოსთხოვოს მწარმოებელს სათანადო მაკორექტირებელი ზომების მიღება და არ გასცეს სერტიფიკატი ან დადასტურების გადაწყვეტილება.

4. თუ სერტიფიკატის ან დადასტურების გადაწყვეტილების გამოცემის შემდეგ, შესაბამისობის მონიტორინგის პროცესში, შესაბამისობის შემფასებელი ორგანო აღმოაჩენს, რომ პროდუქტი აღარ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, იგი ვალდებულია მწარმოებელს მოსთხოვოს სათანადო მაკორექტირებელი ზომების მიღება და საჭიროების შემთხვევაში შეაჩეროს ან გააუქმოს სერტიფიკატი ან დადასტურების გადაწყვეტილება.

5. თუ მწარმოებლის მიერ არ იქნა მიღებული სათანადო მაკორექტირებელი ზომები ან მიღებულ ზომებს არ აქვს საჭირო ეფექტი, შესაბამისობის შემფასებელი ორგანო ვალდებულია შესაბამისად შეზღუდოს, შეაჩეროს ან გააუქმოს სერტიფიკატი ან დადასტურების გადაწყვეტილებ