1. შესაბამისობის შემფასებელი ორგანო ან/და ნოტიფიცრებული ორგანო ვალდებულია განახორციელოს შესაბამისობის შეფასება ამ ტექნიკური რეგლამენტისა და ამ ტექნიკური რეგლამენტის II დანართით განსაზღვრული შესაბამისობის შეფასების პროცედურების შესაბამისად.
2. შესაბამისობის შეფასება უნდა განხორციელდეს თანაზომიერად, ეკონომიკური ოპერატორებისთვის არაშეუსაბამო ტვირთის დაკისრების გარეშე. შესაბამისობის შემფასებელმა ორგანომ ან/და ნოტიფიცრებულმა ორგანომ თავისი საქმიანობის განხორციელებისას უნდა გაითვალისწინონ საწარმოს ზომა, სექტორი, რომელშიც ის ოპერირებს და მისი სტრუქტურა, განსახილველი საშუალების ტექნოლოგიური სირთულის დონე და წარმოების პროცესის მასობრივი ან სერიული ხასიათი. ზემოაღნიშნულის განხორციელებისას ორგანო ვალდებულია დაიცვას ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან პროდუქტის შესაბამისობისათვის მოთხოვნილი უსაფრთხოებისა და სიზუსტის ხარისხი.
3. თუ შესაბამისობის შემფასებელი ორგანო ან/და ნოტიფიცირებული ორგანო აღმოაჩენს, რომ ამ რეგლამენტის I დანართის ან სსიპ − საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მიერ ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზნების შესარულებისათვის გამოქვეყნებული სტანდარტებით განსაზღვრული ძირითადი მოთხოვნები არ არის დაკმაყოფილებული მწარმოებლის მიერ, იგი ვალდებულია მოსთხოვოს მწარმოებელს სათანადო მაკორექტირებელი ზომების გატარება და არ გასცეს სერტიფიკატი.
4. თუ შესაბამისობის შემფასებელი ორგანო ან/და ნოტიფიცირებული ორგანო, სერტიფიკატის გაცემის შემდეგ, შესაბამისობის მონიტორინგის პროცესში აღმოაჩენს, რომ არაავტომატური აწონის საშუალება აღარ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, იგი ვალდებულია მოსთხოვოს მწარმოებელს სათანადო მაკორექტირებელი ზომების გატარება და, საჭიროების შემთხვევაში, შეაჩეროს ან გააუქმოს სერტიფიკატი.
5. თუ მწარმოებლის მიერ არ იქნა მიღებული სათანადო მაკორექტირებელი ზომები ან მიღებულ ზომებს არ აქვს საჭირო ეფექტი, შესაბამისობის შემფასებელი ორგანო ან/და ნოტიფიცირებული ორგანო ვალდებულია შესაბამისად შეზღუდოს, შეაჩეროს ან გააუქმოს სერტიფიკატ