1. შესაბამისობის დეკლარაცია უნდა შეიცავდეს განაცხადს იმის შესახებ, რომ შესრულებულია ამ ტექნიკური რეგლამენტის I დანართის დადგენილი  მოთხოვნები.

2. შესაბამისობის დეკლარაციას უნდა ჰქონდეს ამ ტექნიური რეგლამენტის IV დანართით გათვალისწინებული ფორმა, უნდა შეიცავდეს ამ ტექნიკური რეგლამენტის II დანართით განსაზღვრული შესაბამისი მოდულებით გათვალისწინებულ ელემენტებს და ექვემდებარებოდეს მუდმივ განახლებას. შესაბამისობის დეკლარაცია შედგენილი უნდა იყოს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით განსაზღვრულ ენაზე.

3. თუ არაავტომატურ აწონის საშუალებაზე ვრცელდება რამდენიმე ნორმატიული აქტი, რომლებიც მოითხოვს შესაბამისობის დეკლარაციის შედგენას, ამ შემთხვევაში უნდა შედგეს  ერთი შესაბამისობის დეკლარაცია  ყველა ამ აქტის გათვალისწინებით. აღნიშნული დეკლარაცია უნდა შეიცავდეს ზემოხსენებული აქტების შესახებ ინფორმაციას, მათი რეკვიზიტების ჩათვლით.

4. შესაბამისობის დეკლარაციის შედგენით, მწარმოებელი იღებს პასუხისმგებლობას არაავტომატური აწონის საშუალების შესაბამისობაზე ამ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებთა