1. ამ ტექნიკური რეგლამენტის I დანართით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობა შეიძლება მიღწეულ იქნეს ქვემოთ მოცემული შესაბამისობის შეფასების პროცედურებიდან მწარმოებლის მიერ შერჩეული ერთ-ერთი პროცედურის გამოყენებით:
ა) მოდული B, ამ ტექნიკური რეგლამენტის II დანართის პირველი პუნქტის შესაბამისად, რომელსაც თან მოჰყვება მოდული D, ამ ტექნიკური რეგლამენტის II დანართის მე-2 პუნქტის შესაბამისად ან მოდული F, ამ ტექნიკური რეგლამენტის II დანართის მე-4 პუნქტის შესაბამისად. არაავტომატური აწონის საშუალებებისათვის, რომლებიც არ იყენებს ელექტრონულ მოწყობილობებს და რომლის ტვირთის საზომი მოწყობილობა არ იყენებს ზამბარას ტვირთის დაბალანსებისთვის, მოდული B არ არის სავალდებულო. არაავტომატური აწონის საშუალებებისათვის, რომლებიც არ დაექვემდებარება B მოდულს, უნდა იქნეს გამოყენებული მოდული D1, ამ ტექნიკური რეგლამენტის II დანართის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ან მოდული F1, ამ ტექნიკური რეგლამენტის II დანართის მე-5 პუნქტის შესაბამისად;
ბ) მოდული G, ამ ტექნიკური რეგლამენტის II დანართის მე-6 პუნქტის შესაბამისად.
2. შესაბამისობის შეფასებასთან დაკავშირებული დოკუმენტები და კორესპონდენცია უნდა იყოს შედგენილი პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით განსაზღვრულ ენაზ