ამ ტექნიკური რეგლამენტის პირველი მუხლის  მე-2 პუნქტის „ა“-„დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული  მიზნობრიობით გამოყენებისათვის განკუთვნილი არაავტომატური აწონის საშუალების მოცემულ ტექნიკურ რეგლამენტთან შესაბამისობა დგინდება მოცემულ ინსტრუმენტზე მეტროლოგიური ნიშანდების დატანით, ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-15 მუხლის შესაბამისად. მეტროლოგიურ ნიშანდებასთან ერთად გაზომვის საშუალებაზე  დაიტანება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნიშანდება ასეთის არსებობის შემთხვევაში ან CE ნიშანდებ