1. ბაზარზე ზედამხედველობის ორგანო ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული პროდუქტების ბაზარზე ზედამხედველობის პროცესში ხელმძღვანელობს ამავე ტექნიკური რეგლამენტითა და პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით განსაზღვრული საქართველოს ბაზარზე პროდუქტის ზედამხედველობის პროცედურებით.
2. იმ შემთხვევაში, თუ ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს აქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ამ ტექნიკური რეგლამენტით დაფარული არაავტომატური აწონის საშუალება შეიცავს რისკს ადამიანის ჯანმრთელობის ან უსაფრთხოებისთვის, იგი ვალდებულია, განახორციელოს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით გათვალისწინებული ბაზარზე ზედამხედველობის ღონისძიებები და ამის შესახებ აცნობოს სათანადო შესაბამისობის შემფასებელ ორგანოს ან/და ნოტიფიცირებულ ორგანოს, ასეთის არსებობის შემთხვევაში. შესაბამისი ეკონომიკური ოპერატორი ვალდებულია, ითანამშრომლოს სააგენტოსთან.
3. ეკონომიკური ოპერატორი ვალდებულია გაატაროს ყველა აუცილებელი მაკორექტირებელი ზომა ყველა შესაბამისი არაავტომატური აწონის საშუალების მიმართ, რომელიც მან გახადა ხელმისაწვდომი ბაზარზ