1. ბაზარზე ზედამხედველობის ორგანო ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული პროდუქტების ბაზარზე ზედამხედველობის პროცესში ხელმძღვანელობს ამავე ტექნიკური რეგლამენტითა და პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით განსაზღვრული საქართველოს ბაზარზე პროდუქტის ზედამხედველობის პროცედურებით.

2. იმ შემთხვევაში, თუ ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს აქვს ეჭვის საფუძველი, რომ ამ ტექნიკური რეგლამენტით დაფარული ელექტრომოწყობილობა შეიცავს რისკს ადამიანის ან შინაური ცხოველის ჯანმრთელობის ან უსაფრთხოების ან საკუთრების მიმართ, იგი ვალდებულია, განახორციელოს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით გათვალისწინებული ბაზარზე ზედამხედველობის ღონისძიებები. შესაბამისი ეკონომიკური ოპერატორები, აუცილებლობის შემთხვევაში, ვალდებულნი არიან, ითანამშრომლონ ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოებთან.

3. ეკონომიკური ოპერატორი ვალდებულია გაატაროს ყველა აუცილებელი მაკორექტირებელი ზომა ყველა შესაბამისი ელექტრომოწყობილობის მიმართ, რომელიც მან გახადა ხელმისაწვდომი ბაზარზ