1. შესაბამისობის დეკლარაცია უნდა შეიცავდეს განაცხადს იმის შესახებ, რომ ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-3 მუხლითა და I დანართით გათვალისწინებული უსაფრთხოების მოთხოვნები დაკმაყოფილებულ იქნა.

2. შესაბამისობის დეკლარაცია შედგენილი უნდა იქნეს ამ ტექნიკური რეგლამენტის IV დანართში მოცემული სტრუქტურის შესაბამისად, უნდა შეიცავდეს ამავე ტექნიკური რეგლამენტის III დანართით განსაზღვრულ „A“ მოდულით გათვალისწინებულ ელემენტებს და უნდა ექვემდებარებოდეს მუდმივ განახლებას. შესაბამისობის დეკლარაცია შედგენილი ან თარგმნილი და ნოტარიულად დამოწმებული უნდა იყოს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენისათვის გათვალისწინებულ ენაზე.

3. იმ შემთხვევაში, თუ ელექტრომოწყობილობაზე ვრცელდება ერთზე მეტი ტექნიკური რეგლამენტი, რომლითაც სავალდებულოა შესაბამისობის დეკლარაციის შედგენა, შედგენილი უნდა იქნეს ერთი შესაბამისობის დეკლარაცია, რომელშიც უნდა მიეთითოს ზემოხსენებული ტექნიკური რეგლამენტების შესახებ ინფორმაცია, მათი რეკვიზიტების თანხლებით.

4. შესაბამისობის დეკლარაციის შედგენით მწარმოებელი იღებს პასუხისმგებლობას ელექტრომოწყობილობის შესაბამისობაზე ამ ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ მოთხოვნებთა