1. ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შეუსაბამო ელექტრომოწყობილობის შემთხვევაში, ეკონომიკური ოპერატორი ვალდებულია, ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს მიაწოდოს ინფორმაცია:

ა) ნებისმიერი ეკონომიკური ოპერატორის შესახებ, რომელმაც მიაწოდა მას ელექტრომოწყობილობა;

ბ) ნებისმიერი ეკონომიკური ოპერატორის შესახებ, რომელსაც მან მიაწოდა ელექტრომოწყობილობა.

2. ეკონომიკური ოპერატორი ვალდებულია, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია შეინახოს ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოსთვის წარსადგენად 10 წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც მას მიაწოდეს ან თვითონ მიაწოდა სხვა პირს ელექტრომოწყობილობ