1. ელექტრომოწყობილობაზე, აღნიშნულის შეუძლებლობის შემთხვევაში კი − მის თანმხლებ დოკუმენტაციაში, მითითებული უნდა იყოს ელექტრომოწყობილობის ძირითადი მახასიათებლები, რომელთა ცოდნა და აღქმა უზრუნველყოფს პროდუქტის დანიშნულებისამებრ და უსაფრთხო გამოყენებას იმ მოწყობილობებში, რომელთათვისაც ის დამზადდა.
2. ელექტრომოწყობილობა და მისი შემადგენელი კომპონენტები დამზადებული უნდა იქნეს იმგვარად, რომ უზრუნველყოფილ იქნეს მათი უსაფრთხო აწყობა და ერთმანეთთან მორგება (დაკავშირება).
3. ელექტრომოწყობილობა იმგვარად უნდა იქნეს დაპროექტებული და წარმოებული, რომ დანიშნულებისამებრ გამოყენებისას და სათანადო შენახვის პირობებში უზრუნველყოფდეს ამ დანართის მე-2 და მე-3 მუხლებით გათვალისწინებული საფრთხეებისგან დაცვა