ამ დანართის პირველი მუხლის შესაბამისად, მიღებული უნდა იქნეს ტექნიკური ხასიათის ზომები, რომლებიც უზრუნველყოფს:

ა) ადამიანებისა და შინაური ცხოველების სათანადო დაცვას ფიზიკური ან სხვაგვარი ზიანისგან, რომლებიც შეიძლება გამოწვეულ იქნეს პირდაპირი ან არაპირდაპირი კონტაქტის შედეგად;

ბ) საფრთხის შემცველი ტემპერატურის, ელექტრული წრედის ან რადიაციის წარმოქმნის არიდებას;

გ) ადამიანების, შინაური ცხოველებისა და საკუთრების სათანადო დაცვას ელექტრომოწყობილობის მიერ გამოწვეული არაელექტრული საფრთხეებისგან, რომლებიც გამოვლენილია სფეროში არსებული გამოცდილების შედეგად;

დ) პროგნოზირებადი პირობებისთვის სათანადო იზოლაცია