1. სოციალური მუშაკი საველე ვიზიტის განხორციელებამდე აფასებს განსახორციელებელი საველე ვიზიტის ადგილისგან მომდინარე საფრთხესა და რისკს.
2. მომდინარე შესაძლო საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, შემთხვევის შესახებ მომართვის ინიციატორი უწყება თანამშრომლობს სოციალურ მუშაკთან და აწვდის მას მათ ხელთ არსებულ ყველა შესაძლო საფრთხის შემცველ ფაქტთან დაკავშირებულ ინფორმაციას.
3. რისკის იდენტიფიცირების შემთხვევაში სოციალური მუშაკი აწვდის ინფორმაციას უშუალო ხელმძღვანელ პირს ან/და იმ პირს, რომელიც, თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილებიდან გამომდინარე, უზრუნველყოფს სააგენტოში მომუშავე პირთა უსაფრთხოების დაცვას.
4. სოციალური მუშაკი თავისი საქმიანობის განხორციელებამდე, მომართვის ინიციატორ უწყებასთან/პირთან და საქმესთან შესაძლო კავშირში მყოფ სხვა უწყებასთან თანამშრომლობით, კანონმდებლობით დადგენილი წესით აგროვებს ინფორმაციას განსახორციელებელი ვიზიტის ადგილის შესახებ, კერძოდ:
ა) არის თუ არა მოცემული უბანი რისკის შემცველი ძალადობის კუთხით;
ბ) დაგეგმილია თუ არა ვიზიტი დღის ისეთ პერიოდში, რომელიც შესაძლოა რისკის შემცველი იყოს;
გ) არსებობს თუ არა ბუნებრივ გარემო პირობებთან დაკავშირებული რისკფაქტორები, რომლებიც შეიძლება იყოს საფრთხის შემცველი;
დ) რამდენად კარგად ხდება ტელეფონის მიერ სიხშირის მიღება განსახორციელებელი ვიზიტის ადგილას;
ე) იქნებიან თუ არა ოჯახში ვიზიტის განხორციელებისას ბენეფიციართან ერთად სხვა პირები;
ვ) ინფორმაციას ვიზიტის განხორციელებისას არსებული ინფექციური დაავადების მაღალი რისკის შესახებ;
ზ) ინფორმაციას ოჯახში ვიზიტის განხორციელებისას ბენეფიციარსა ან მისი ოჯახის წევრზე სავარაუდო ძალადობის განხორციელების შესახებ და, შესაბამისად, სამართალდამცავი ორგანოსთვის მიმართვის საჭიროებასთან დაკავშირებით;
თ) ინფორმაციას ბენეფიციარის მიერ ნარკოტიკული, ფსიქოაქტიური (მათ შორის, ახალი ფსიქოაქტიური) ან ფსიქოტროპული ნივთიერების მოხმარებასთან დაკავშირებით;
ი) ინფორმაციას ბენეფიციარის მიერ წარსულში განხორციელებული ძალადობის ფაქტების შესახე