1. სააგენტო/აღსრულების ეროვნული ბიურო უზრუნველყოფს სოციალურ მუშაკთათვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნას საქმიანობის ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობისაგან თავისუფალ სივრცეში განხორციელების მიზნით როგორც სამუშაო ადგილას, ისე საველე სამუშაოების დროს.
2. სოციალურ მუშაკთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით სააგენტო/აღსრულების ეროვნული ბიურო შეიმუშავებს გეგმას და უზრუნველყოფს:
ა) რისკის შეფასებას და მოსალოდნელი საფრთხეების შემცირებისკენ მიმართული ღონისძიებების განხორციელებას;
ბ) ტრენინგ-მოდულების შექმნას, რომლებიც ეხმარება სოციალურ მუშაკს საფრთხის ამოცნობაში, მის შემცირებასა და აღმოფხვრაში;
გ) ტრენინგების ჩატარებას მაღალი რისკის მქონე ბენეფიციარებთან კლინიკური ინტერვენციების ეფექტური სტრატეგიების, მეორადი ტრავმის ზეგავლენის, ბენეფიციარის თავდაცვის სტრატეგიების, უსაფრთხოების ტექნოლოგიების გამოყენებისა და თვითზრუნვის საკითხებთან დაკავშირებით;
დ) მონაცემების მართვისა და ანგარიშგების ერთიანი სისტემის ფუნქციონირებას, რომლითაც ხდება შემთხვევათა აღრიცხვა და სტატისტიკის შეგროვებ