1. სოციალური მუშაობა წარიმართება პროფესიული კომპეტენციის გათვალისწინებით, რაც გულისხმობს შესაბამისი პროფესიული უნარების ფლობას და, მისი გათვალისწინებით, სამიზნე ჯგუფთან მუშაობას.

2. სოციალური მუშაკი:

ა) აცნობიერებს პროფესიული განვითარებისა და უწყვეტი განათლების მნიშვნელობას; ორიენტირებულია პროფესიულ განვითარებაზე, ეცნობა შესაბამის პროფესიულ ლიტერატურას და რეგულარულად ესწრება უწყვეტ პროფესიულ განვითარებაზე მიმართულ თემატურ ტრენინგებს, სემინარებს, სამუშაო შეხვედრებს ან/და კონფერენციებს;

ბ) ფლობს მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციის მიერ კანონმდებლობით დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;

გ) აცნობიერებს საკუთარი ღირებულებების, პროფესიული კომპეტენციის, მომსახურების ობიექტურობისა და პროფესიული განვითარების მნიშვნელობას;

დ) აცნობიერებს პროფესიული ზედამხედველობის როლსა და გავლენას პრაქტიკის განხორციელებისას მისი გაუმჯობესების მიზნით და, შესაბამისად, აქტიურად სარგებლობს მხარდაჭერითა და უკუკავშირით;

ე) ფლობს ცოდნასა და ინფორმაციას  სამიზნე ჯგუფის მიმართ, რომელთანაც ახდენს მომსახურების მიწოდებას;

ვ) ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევაში მოქმედებს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;

ზ) იცნობს  და იყენებს სოციალური მუშაობის საუკეთესო პრაქტიკას, თეორიებს, კონცეფციებს, მეთოდებსა და კანონმდებლობით დადგენილ წესებს;

თ) იცნობს და ითვალისწინებს სოციალური კვლევის პრინციპებსა და პროცესს, მათ შორის, რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროცესის ეფექტურობის შეფასებას და მტკიცებულებაზე დაფუძნებულ პრაქტიკას;

ი) სამიზნე ჯგუფს მომსახურებას აწვდის მხოლოდ კომპეტენციისა და სამუშაო გამოცდილების ფარგლებში;

კ) ითვალისწინებს ინტერპერსონალური და სოციალური სტრუქტურების, მათ შორის, მარგინალიზაციის, სტიგმის, დისკრიმინაციისა და ჩაგვრის, გავლენას ინდივიდუალურ, ჯგუფურ და სათემო ინსტიტუტებზე;

ლ) ფლობს ცოდნას შემთხვევის მართვის ეტაპებთან დაკავშირებით სოციალური მუშაობის განხორციელების პროცესში;

მ) ავლენს თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ უნარებს, რომელიც აუცილებელია ინდივიდუალური ან/და ჯგუფური მუშაობისთვის;

ნ) აცნობიერებს შეფასებისა და შემთხვევის მართვის პროცესში რისკების იდენტიფიცირების, პრევენციისა და  მართვის მნიშვნელობას;

ო) აცნობიერებს მოქმედებებისა და გადაწყვეტილებების მნიშვნელობას ბენეფიციარებზე, კოლეგებსა და საზოგადოებაზე;

პ) ავლენს საჭირო ცოდნას თანამედროვე ტექნოლოგიებთან მიმართებით.

3. მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაცია:

ა) სოციალური მუშაკის დასაქმებამდე აფასებს მის პროფესიულ კომპეტენციასა და ცოდნას;

ბ) პროფესიული განვითარების მიზნით, უზრუნველყოფს სოციალური მუშაკების მხარდაჭერას უწყვეტი განათლების მიღების პროცესში, სამიზნე ჯგუფის სპეციფიკის, პროფესიის ახალი ტენდენციების,   უშუალო პრაქტიკის მეთოდების გათვალისწინებით, ასევე, სოციალური პოლიტიკის, სამართლებრივი ცვლილებებისა და სახელმწიფოში მიმდინარე რეფორმების მიმართულებით;

გ) არანაკლებ წელიწადში ერთხელ სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იუსტიციის სასწავლო ცენტრისა და სხვა პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, სამიზნე ჯგუფისთვის ეფექტიანი მომსახურების გაწევის, პროფესიული კომპეტენციისა და ცოდნის გაღრმავების მიზნით, სოციალურ მუშაკებთან ატარებს საგანმანათლებლო სემინარებს, კონფერენციებს, ტრენინგებსა და სამუშაო შეხვედრებს.

თავი III

სოციალური მუშაკის ორგანიზაციულ-ტექნიკური და ინფრასტრუქტურული უზრუნველყო