1. სოციალური მუშაობისას მომსახურება მიეწოდება ნეიტრალობის, სამართლებრივი და ეთიკური პრინციპების დაცვით, რაც გულისხმობს ბენეფიციართან მიმართებით არსებული დამოკიდებულების რეგულარულ შეფასებას, მომსახურების მიწოდებისას ანგარიშვალდებულების გაცნობიერების მნიშვნელობას, შესაბამისი კომპეტენციის ფლობასა და, ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევაში, კანონმდელობით დადგენილი წესით მოქმედებას. პრაქტიკის განხორციელებისას სოციალური მუშაკი ითვალისწინებს და პატივს სცემს როგორც საკუთარ, ისე ბენეფიციარის ავტონომიას.
2. სოციალური მუშაკი:
ა) პრაქტიკულ საქმიანობას ახორციელებს სამართლებრივი და ეთიკური ჩარჩოების დაცვით;
ბ) იცავს პროფესიულ პრინციპებს, მომსახურების მიწოდების სტანდარტებს, „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და პროფესიული ეთიკის ნორმებით დადგენილ პრინციპებს;
გ) აცნობიერებს ღირებულებების, შეხედულებებისა და პროფესიული კომპეტენციის მნიშვნელობას სოციალური სამუშაოს მომსახურების ხარისხიანი მიწოდების, ობიექტურობისა და პროფესიული განვითარების კუთხით;
დ) ბენეფიციართან მუშაობის პროცესში ამოწმებს საკუთარი ღირებულებების, შეხედულებებისა და გადაწყვეტილებების გავლენას შეფასებისა და ინტერვენციის პროცესზე და, საჭიროების შემთხვევაში, ბენეფიციარს ამისამართებს სხვა სოციალურ მუშაკთან;
ე) ფლობს დამოუკიდებელად კვალიფიციური საქმიანობის განხორციელებისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარს;
ვ) ახდენს ვითარების შეფასებას, პრობლემის იდენტიფიცირებასა და შემთხვევის ხარისხიან მართვას;
ზ) ეთიკური დილემის ან/და ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევაში ითვალისწინებს კანონმდებლობით დადგენილ წესებს, აცნობიერებს მხარდაჭერისა და ზედამხედველობის საჭიროებას და ინფორმაციას აწვდის შესაბამის პასუხისმგებელ პირს;
თ) სოციალური მუშაობის პროცესში იცავს სამიზნე ჯგუფის უფლებებსა და ავტონომიას, ითვალისწინებს მათ კულტურულ ღირებულებებსა და ტრადიციებს;
ი) მოქმედებს ბენეფიციარის საუკეთესო ინტერესების დაცვით.
3. მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაცია:
ა) აფასებს სოციალური მუშაკის პროფესიულ ცოდნას თეორიული და პრაქტიკული ცოდნის, დამოკიდებულებებისა და ღირებულებების გაცნობიერების კუთხით;
ბ) პროფესიული ზედამხედველობის განხორციელებისას აფასებს სოციალური მუშაკის დამოკიდებულებებისა და შეხედულებების გავლენას მომსახურების მიწოდების ხარისხზე;
გ) ინტერესთა კონფლიქტის დროს, ობიექტურობის შენარჩუნებისა და მომსახურების შესაბამისი ხარისხის მიწოდების მიზნით, შეიმუშავებს სხვა სოციალური მუშაკისათვის საქმის გადაცემის წესს;
დ) ხელს უწყობს სოციალურ მუშაკს იმოქმედოს, კომპეტენციის ფარგლებში ბენეფიციარის საუკეთესო ინტერესების დაცვითა და გათვალისწინები