1. სოციალური მუშაობის წარმართვის პროცესში კანონმდებლობით დადგენილი წესით მუშავდება ბენეფიციარის შესახებ ინფორმაცია და წარმოებს მიწოდებული მომსახურების შესახებ შესაბამისი დოკუმენტაცია.
2. სოციალური მუშაკი:
ა) უზრუნველყოფს ბენეფიციარის შემთხვევის მართვის საქმისა და სხვა დოკუმენტაციის წარმოებას მომსახურების მიმწოდებელ ორგანიზაციაში დადგენილი წესის შესაბამისად;
ბ) უზრუნველყოფს საქმის წარმოების პროცესში გამოყენებული დოკუმენტაციის უსაფრთხო ადგილას შენახვასა და შემდგომ მის დაარქივებას მომსახურების მიმწოდებელ ორგანიზაციაში არსებული წესის შესაბამისად;
გ) მოთხოვნის შემთხვევაში ბენეფიციარს აცნობს მასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას, კანონმდებლობით დადგენილი წესით;
დ) სოციალური მუშაობის დასრულების, შეჩერების, აცილების/თვითაცილების ან მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციიდან წასვლის შემთხვევაში ვალდებულია, მის მიერ ნაწარმოები დოკუმენტაცია და ბენეფიციარის შესახებ მის ხელთ არსებული მონაცემები გადასცეს მის ხელმძღვანელ პირს ან ხელმძღვანელის მითითებით სხვა თანამშრომელს.
3. მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაცია:
ა) შეიმუშავებს დოკუმენტაციის წარმოების, გამოთხოვის, სხვა სპეციალისტზე გადაცემისა და შემთხვევის მართვისა და დაარქივების წესს;
ბ) უზრუნველყოფს უსაფრთხო და დაცული ადგილის გამოყოფას საქმის წარმოებისა და შემთხვევის მართვის პროცესში შეგროვებული და დაარქივებული დოკუმენტაციის შესანახა