1. შემთხვევის მართვის პროცესში სოციალური მუშაკი, საჭიროებიდან გამომდინარე, თანამშრომლობს სხვადასხვა უწყებასთან. ბენეფიციარის სრული შეფასებისა და ინტერვენციის გეგმის სწორად დასახვის მიზნით, ინფორმაციის მიღება ხდება ბენეფიციართან მომუშავე სხვა უწყებებისგან, კანონმდებლობით დადგენილი წესით. უწყებათაშორისი თანამშრომლობა ხორციელდება როგორც შემთხვევის შეფასების ეტაპიდან, ისე – ინტერვენციის დაგეგმვისა და განხორციელების ეტაპზე.
2. ინტერვენციის დაგეგმვისა და განხორციელების ეტაპზე, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფილია სხვადასხვა საჯარო დაწესებულებასა და არასამთავრობო ორგანიზაციასთან თანამშრომლობა ბენეფიციარის საჭიროების დაკმაყოფილებისაკენ მიმართული შესაბამისი მომსახურების მიღების მიზნით, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. სოციალური მუშაკი:
ა) აცნობიერებს უწყებათაშორისი თანამშრომლობის მნიშვნელობას შემთხვევის სრულყოფილი შეფასებისა და ბენეფიციარისათვის კომპლექსური მომსახურებების მიწოდების მიზნით;
ბ) თანამშრომლობს შემთხვევასთან დაკავშირებულ სხვა უწყებებთან და შესაბამის სპეციალისტებთან, შემთხვევის უწყებათაშორისი და მულტიგუნდური პრინციპით წარმართვის მიზნით, კანონმდებლობით დადგენილი წესით;
გ) საჭიროების შემთხვევაში, შესაბამის სპეციალისტთან და უწყებასთან შემთხვევის გადამისამართების გზით, აუმჯობესებს კრიზისული სიტუაციის მართვას.
4. მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაცია:
ა) შეიმუშავებს სხვა უწყებებთან თანამშრომლობისათვის საჭირო შესაბამის დოკუმენტებს, (ინსტრუქციები და მემორანდუმები), სადაც აისახება უწყებებს შორის ინფორმაციის გაცვლის შესაძლებლობებთან დაკავშირებული ყველა მნიშვნელოვანი საკითხი;
ბ) აწარმოებს ბენეფიციართათვის იმ მომსახურებების ნუსხას, რომელიც სხვადასხვა საჯარო დაწესებულებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებშია ხელმისაწვდომ