1. სპეციალური პენიტენციური სამსახური და სააგენტო დანაშაულის პრევენციის ღონისძიებების განხორციელებით, ასევე, მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციითა და რესოციალიზაციით, კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფენ საზოგადოების უსაფრთხოების დაცვას. სპეციალური პენიტენციური სამსახური და სააგენტო თავისი საქმიანობის განხორციელებისას ითვალისწინებენ მათ მიერ სამართავი რისკის მნიშვნელობასა და არსს.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული რისკი გულისხმობს:
ა) განმეორებითი დანაშულის ჩადენის რისკს – ალბათობას იმისა, რომ ბენეფიციარი განმეორებით ჩაიდენს დანაშაულს;
ბ) მნიშვნელოვანი ზიანის რისკს – ბენეფიციარის მიერ დანაშაულის გამეორებით ჩადენის შემთხვევაში სხვებისთვის ან/და საკუთარი თავისთვის ზიანის რისკის მიყენების საფრთხეს.
3. სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში მსჯავრდებულთა საშიშროების რისკის განსაზღვრის მიხედვით ხორციელდება მსჯავრდებულთა კლასიფიკაცია, რაც გულისხმობს პენიტენციურ სისტემაში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მსჯავრდებულთა ქცევისა და კრიმინალური გამოცდილების გათვალისწინებით მათ განაწილებასა და განთავსებას სხვადასხვა ტიპისა და რისკის პენიტენციურ დაწესებულებაში.
4. სპეციალურ პენიტენციურ სამსახურსა და სააგენტოში რისკის მართვა გულისხმობს იდენტიფიცირებული რისკის შემცირებას, მისი გამომწვევი ფაქტორების მინიმუმამდე დაყვანით/აღმოფხვრით და მისი გავლენის შემცირებას.
5. სოციალური მუშაკი:
ა) ითვალისწინებს რისკის შეფასებისა და მართვის მნიშვნელობას;
ბ) აფასებს ბენეფიციარის მიერ განმეორებითი დანაშაულის ჩადენის ალბათობისა და მნიშვნელოვანი ზიანის რისკის დონეს;
გ) ფლობს უნარს, განასხვავოს მნიშვნელოვანი ზიანის რისკის დონეები და ამოიცნოს შესაბამისი ინდიკატორები;
დ) ახდენს იმ პირის/პირთა იდენტიფიცირებას, რომლებიც სავარაუდო საფრთხის ქვეშ არიან და ეფექტურად იყენებს არსებულ რესურსსა და საშუალებებს რისკის შესამცირებლად;
ე) იღებს ინფორმაციას და აფასებს ბენეფიციარის მიერ საკუთარი თავის მიმართ ზიანის მიყენების რისკს, მართავს მას მის ხელთ არსებული ყველა საჭირო რესურსის გამოყენებით ან/და ამისამართებს შესაბამისს სპეციალისტთან.
6. სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში სოციალური მუშაკი:
ა) მონაწილეობს მსჯავრდებულის საშიშროების რისკის შეფასების, მისი რისკის სახის დადგენისა და საშიშროების რისკის პერიოდული გადაფასების პროცესში;
ბ) ითვალისწინებს წახალისების სისტემის გამოყენების მნიშვნელობას პენიტენციური დაწესებულების შიდა უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და ეფექტური მართვის მიზნით, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა შორის და პენიტენიცირი დაწესებულების თანამშრომელთა მიმართ მართლსაწინააღმდეგო ქმედების რისკების შესამცირებლად;
გ) ითვალისწინებს უფლებამოსილ ორგანოთა ჩართულობით განსაკუთრებით საშიში კატეგორიის კანონთან კონფლიქტში მყოფი პირის რისკების შეფასებასა და მათი მართვის საჭიროებას, რაც გულისხმობს ბენეფიციარის საჭიროებების იდენტიფიცირების, რისკის შეფასების, შესაბამისი ინფორმაციის გაცვლისა და დამუშავების შედეგად ინდივიდუალური მართვის გეგმის შემუშავებასა და განხორციელებას.
7. მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაცია:
ა) უზრუნველყოფს სოციალურ მუშაკს რისკისა და საჭიროების შეფასების ინსტრუმენტითა და შესაბამისი ინსტრუქციებით;
ბ) უზრუნველყოფს სოციალურ მუშაკს მის ხელთ არსებული ყველა საჭირო რესურსით, ბენეფიციარის რისკის მართვის უზრუნველსაყოფად;
გ) შეიმუშავებს წახალისების სისტემას ბენეფიციარის უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და შემთხვევის ეფექტური მართვის მიზნით;
დ) უფლებამოსილ ორგანოთა ჩართულობით, უზრუნველყოფს განსაკუთრებით საშიში კატეგორიის კანონთან კონფლიქტში მყოფი პირის რისკების მართვა