1. სოციალური მუშაობა ეფუძნება ადამიანის პატივისა და ღირსების ხელშეუვალობას, რისთვისაც სოციალური მუშაკი იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ ძირითად უფლებებს. სოციალური მუშაკი თავისი საქმიანობის განხორციელებისას ხელს უწყობს ბენეფიციარისთვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებების რეალიზებას, უზრუნველყოფს მისთვის არსებულ შესაბამის რესურსებზე ხელმისაწვდომობას, რეაგირებას ახდენს უფლებების სავარაუდო დარღვევის ფაქტზე და ბენეფიციარს უწევს ადვოკატირებას.

2. ბენეფიციარის ძირითადი უფლებების რეალიზებისათვის განხორციელებული ღონისძიებები ინკლუზიურია. ბენეფიციარი მონაწილეობს და ინფორმირებულია მის მიმართ განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებასთან დაკავშირებით.

3. სოციალური მუშაკი თავისი საქმიანობის განხორციელებისას:

ა) ფლობს ცოდნას ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული ძირითადი უფლებების შესახებ;

ბ) ხელს უწყობს ბენეფიციარის ადგილობრივი თუ საერთაშორისო კანონმდებლობით უზრუნველყოფილი უფლებების დაცვასა და საუკეთესო პრაქტიკის დანერგვას;

გ) აწვდის ინფორმაციას ბენეფიციარს მისი უფლებებისა და ამ უფლებათა რეალიზების შესაძლებლობის შესახებ მისთვის გასაგებ ენაზე როგორც მუშაობის დაწყების პირველ ეტაპზე, ისე – ინტერვენციის პროცესში;

დ) ხელს უწყობს განსაკუთრებული საჭიროებების მქონე (მოწყვლადი) ბენეფიციარის უფლებების დაცვას;

ე) მომსახურებას უწევს ბენეფიციარს სოციალური სამართლიანობის პრინციპის დაცვით, რა დროსაც არსებული მომსახურება ყველასთვის თანაბრად ხელმისაწვდომია;

ვ) ფლობს ცოდნას რთული ქცევის მქონე ან/და კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა უფლებების შესახებ და უზრუნველყოფს მათი უფლებების რეალიზებას ღირსების დაცვის, საუკეთესო ინტერესების გათვალისწინების, მათი მონაწილეობისა და დისკრიმინაციის დაუშვებლობის საფუძველზე;

ზ) უზრუნველყოფს „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოვალეობების შესრულებასა და მოთხოვნების დაცვას.

4. მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაცია:

ა) ახორციელებს საკუთარ მომსახურებათა რეგულარულ მონიტორინგს ბენეფიციართა უფლებების დაცვის კუთხით;

ბ) შეიმუშავებს სხვადასხვა მომსახურების/პროგრამის განხორციელებისა და მიწოდების სტანდარტებს, რომელიც ემყარება ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვის პრინციპებს;

გ) უზრუნველყოფს სოციალური მუშაკების პროფესიულ გაძლიერებას ადამიანის უფლებების ცოდნის მიმართულები