ამ ბრძანების მიზნებისათვის, ბრძანებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაცია – სპეციალური პენიტენციური სამსახური, სააგენტო, აღსრულების ეროვნული ბიურო;
ბ) ბენეფიციარი – ბრალდებული/მსჯავრდებული, პირობით მსჯავრდებული, ყოფილი პატიმარი, განრიდებული, რთული ქცევის მქონე არასრულწლოვანი, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანი, სოციალური საფრთხის წინაშე მყოფი სააღსრულებო წარმოებაში მონაწილე პირი;
გ) სოციალური მუშაობა – პრაქტიკულ საქმიანობაზე დაფუძნებული სპეციალობით მუშაობა, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოებაში ინდივიდის თავისუფალ განვითარებას, მისი ინტეგრაციის ხელშეწყობას და ინდივიდის გაძლიერებით ემსახურება საზოგადოების კეთილდღეობის ამაღლებას.
სოციალური მუშაობის სტანდარტე