1.  რისკისა და საჭიროების შეფასების დროს განისაზღვრება დანაშაულის განმეორებით ჩადენის ალბათობა, იდენტიფიცირდება კრიმინოგენური ფაქტორები და დგინდება მნიშვნელოვანი ზიანის რისკის დონე. რისკისა და საჭიროების შეფასების პროცესში აუცილებელია ბენეფიციართან დაკავშირებული სამართლებრივი, ბიოლოგიური, სოციალური, კულტურული, ფსიქოლოგიური და სამედიცინო ფაქტორების შესახებ ინფორმაციის მოძიება, რამაც შესაძლობელია გავლენა მოახდინოს ბენეფიციარზე.

2. რისკისა და საჭიროებების შეფასების პროცესში, კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ბენეფიციარის ობიექტური და სისტემური შეფასების უზრუნველყოფის მიზნით ინფორმაცია მიიღება როგორც სხვადასხვა წყაროდან, კერძოდ, ბენეფიციარისგან, სხვა სპეციალისტებისგან, სხვა უწყებიდან (ან/და გადამოწმდება მათთან), ისე იმ დოკუმენტაციის გაცნობის გზით, რომელიც შეიცავს ბენეფიციართან დაკავშირებულ მონაცემებს.

3. სოციალური მუშაკი:

ა) ითვალისწინებს რისკისა და საჭიროებების  შეფასების მნიშვნელობას;

ბ) განსაზღვრავს და განასხვავებს რისკის სახეებს; ახდენს კრიმინოგენური, დამცავი ფაქტორებისა და საჭიროებების იდენტიფიცირებას;

გ) საჭიროების შემთხვევაში იყენებს შეფასების ინსტრუმენტებს;

დ) უზრუნველყოფს შეფასების პროცესში ბენეფიციარის ჩართულობას; მუშაობას წარმართავს ბენეფციარისთვის ღიად, შესაბამისი და საჭირო ინფორმაციის მიწოდებით, მისი თანხმობის საფუძველზე;

ე) იყენებს ინფორმაციის შეგროვების სხვადასხვა მეთოდს;

ვ) განსაზღვრავს გადაუდებელი ჩარევის აუცილებლობას და იღებს შესაბამის ზომებს;

ზ) თანამშრომლობს სხვა სპეციალისტებთან, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში მოიპოვებს ინფორმაციას სხვა უწყებებისგან;

თ) შეფასების შედეგად განსაზღვრავს ბენეფიციარის მიერ დანაშაულის განმეორებით ჩადენის ალბათობას და მნიშვნელოვანი ზიანის რისკის დონეს;

ი) განსაზღვრავს საჭიროებებზე მორგებულ ინტერვენციას და მისი დაგეგმვისას ითვალისწინებს ბენეფიციარის ძლიერი მხარეების მნიშვნელობას;

კ) შეფასების შედეგების გათვალისწინებით ახდენს რისკის ქვეშ მყოფი პირის/პირთა იდენტიფიცირებას.

4. მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაცია:

ა) ბენეფიციარის შეფასების პროცესში უზრუნველყოფს სოციალური მუშაკის თანამშრომლობას სხვადასხვა სპეციალისტთან/უწყებასთან;

ბ) შეიმუშავებს შეფასების ფორმებსა და პროცედურებს, რომლითაც უნდა იხელმძღვანელონ სოციალურმა მუშაკებმა;

გ) უზრუნველყოფს სოციალური მუშაკების მონაწილეობას და, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი სფეროს ექსპერტების ჩართულობას შეფასების ფორმების შემუშავებასა და განახლებაში;

დ) უზრუნველყოფს სოციალური მუშაკების უნარების გაძლიერებას მათზე პროფესიული ზედამხედველობის განხორციელები