1. სოციალური მუშაობისას უზრუნველყოფილია თითოეული ადამიანის კეთილდღეობა მათი კულტურული მრავალფეროვნების გათვალისწინებით. სოციალური მუშაკი ფლობს ინფორმაციას ბენეფიციარის ეთნიკური, რელიგიური, სოციალური და გენდერული კუთვნილების შესახებ, რათა უზრუნველყოს ბენეფიციარისთვის მომსახურების მიწოდება მისი კულტურული თავისებურებების გათვალისწინებით.

2. სოციალური მუშაკი:

ა) იცნობს და პატივს სცემს ბენეფიციარის კულტურულ ტრადიციებს, ფასეულობებსა და ღირებულებებს;

ბ) უზრუნველყოფს მომსახურების მიწოდებას ბენეფიციარისთვის გასაგებ ენაზე; საჭიროების შემთხვევაში, მომსახურებას აწვდის მას შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე თარჯიმნის დახმარებით;

გ) ითვალისწინებს კულტურული ღირებულებების, ნორმებისა და ტრადიციების ზეგავლენას ბენეფიციარის მახასიათებლებზე (განვითარება, ქცევა, კომუნიკაცია), არჩევანსა და გადაწყვეტილებაზე;

დ) მულტიდისციპლინურ ჯგუფთან თანამშრომლობისას კოლეგებს აწვდის ინფორმაციას ბენეფიციარის კულტურული თავისებურებების თაობაზე და გადაწყვეტილების მიღებისას ითვალისწინებს მათ;

ე) აღიარებს თითოეული კულტურის თავისებურებებს, თუმცა აცნობიერებს, რომ ეთნიკური, გენდერული, რელიგიური და სხვა თავისებურებები შეიძლება ინდივიდებისთვის გარკვეულ ბარიერად იქცეს;

ვ) ხელმძღვანელობს სოციალურ მუშაკთა ეთიკის კოდექსით, რომელიც ხაზს უსვამს სოციალური სამუშაოს პრაქტიკაში კულტურულ თავისებურებათა გათვალისწინების აუცილებლობას.

3. მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაცია:

ა) ზედამხედველობას უწევს სოციალური მუშაკის საქმიანობას ბენეფიციართა კულტურული თავისებურებების გათვალისწინების თვალსაზრისით;

ბ) კულტურული თავისებურებების მიერ წარმოქმნილი ბარიერების გადასალახად შეიმუშავებს სტრატეგიას და უზრუნველყოფს პრაქტიკაში მათ დანერგვას;

გ) აფასებს საკუთარ მომსახურებას კულტურული მრავალფეროვნების დაცვის თვალსაზრისით, კერძოდ, მომსახურების ხელმისაწვდომობის ხარისხს სხვადასხვა კულტურის წარმომადგენელი ბენეფიციარისათვის;

დ) საჭიროების შემთხვევაში მომსახურების მიწოდებას უზრუნველყოფს კვალიფიციური თარჯიმნის დახმარებით;

ე) სხვადასხვა პროფესიული ტრენინგით, საგანმანათლებლო კურსითა და აქტიური პროფესიული ზედამხედველობის პროცესით დახმარებას უწევს სოციალურ მუშაკებს საკუთარი თავის, ცოდნის და პროფესიული კომპეტენტურობის გაზრდასა და სტერეოტიპების დაძლევაშ