1. სოციალური ადვოკატირების განხორციელების მიზანია ბენეფიციარის ინტერესების დაცვა, ასევე, მისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება და გაძლიერება. სოციალური ადვოკატირების პროცესში ბენეფიციარი ან/და მისი კანონიერი წარმომადგენელი ჩართულია და მის შესახებ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება შეთანხმებულია თავად ბენეფიციართან ან/და მის კანონიერ წარმომადგენელთან.
2. სოციალური მუშაკი:
ა) ფლობს ბენეფიციარის ადვოკატირებისთვის საჭირო ცოდნასა და უნარებს;
ბ) სხვადასხვა ორგანიზაციასთან თანამშრომლობის გზით ხელს უწყობს ბენეფიციარის ინტერესების დაცვასა და იძიებს მისთვის საჭირო რესურსს;
გ) ზრუნავს ბენეფიციარისა და მისი სოციალური გარემოს გაძლიერებასა და კეთილდღეობაზე;
დ) ახდენს სოციალური ცვლილების საჭიროების იდენტიფიცირებას და ცვლილების ინიცირებას მომსახურების მიმწოდებელ ორგანიზაციაში არსებული სოციალური პოლიტიკის მიმართულებით;
ე) მხარს უჭერს ბენეფიციარისთვის საჭირო მომსახურების მიღებას ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე.
3. მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაცია:
ა) სოციალური მუშაკის შერჩევისას აფასებს რამდენად აქვს მას ბენეფიციარის ადვოკატირებისთვის საჭირო ცოდნა და უნარები; საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს მას შესაბამისი ტრენინგით ან სხვა საგანმანათლებლო კურსით;
ბ) სხვა უწყებებთან და სპეციალისტებთან თანამშრომლობის გზით უზრუნველყოფს არსებული ბარიერების შემცირებას, რომლებიც შესაძლოა ხელს უშლიდეს ბენეფიციარებისათვის საჭირო მომსახურების ეფექტურად და დროულად მიწოდებას;
გ) უზრუნველყოფს არსებული მომსახურებებისა და სოციალური კეთილდღეობის პოლიტიკის გაუმჯობესება