1. სარეაბილიტაციო პროგრამების მიწოდება გულისხმობს ინტერვენციათა ფართო არჩევანს, რაც მიმართულია დანაშაულის შემცირების, აღმოფხვრისა ან/და ისეთი ღონისძიებების განხორციელებისკენ, რომლებიც უზრუნველყოფს ბენეფიციარის საჭიროებების, შესაძლებლობებისა და სურვილების გათვალისწინებით, მისი საზოგადოებაში რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის ხელშეწყობასა და ინტეგრაციას.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული სარეაბილიტაციო პროგრამების განხორციელების მიზანია განმეორებით დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება, მყისიერი/მნიშვნელოვანი რისკის მართვა და პროსოციალური ქცევის განმტკიცება.
3. მომსახურების მიმწოდებელ ორგანიზაციაში შემუშავებულია საუკეთესო პრაქტიკასა და ემპირიულ გამოცდილებაზე დაფუძნებული სარეაბილიტაციო პროგრამები, რომლებიც მიმართულია პოზიტიური ცვლილებისკენ, ბენეფიციარის ქცევის კორექციისა და რესოციალიზაცია-რეაბლიტაციისაკენ.
4. სოციალური მუშაკი:
ა) უზრუნველყოფს ინკლუზიურ გარემოს, ასევე, ბენეფიციარის უფლებების დაცვაზე, განსხვავებულობის მიმღებლობაზე პიროვნების ღირსებისა და თვითგამორკვევის უფლების პატივისცემაზე დაფუძნებული მომსახურების მიწოდებას ინდივიდუალური საჭიროებებისა და თავისებურებების გათვალისწინებით;
ბ) რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მომსახურებების შერჩევისას იყენებს ინდივიდუალურ მიდგომას, კერძოდ ბენეფიციარისთვის სარეაბილიტაციო პროგრამის შეთავაზებას შეფასებით გამოკვეთილი ინდივიდუალური საჭიროებების, დამცავი ფაქტორებისა და ინტერესების შესაბამისად;
გ) სარეაბილიტაციო პროგრამების დაგეგმვისას ითვალისწინებს ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ყველა შესაძლებლობას ბენეფიციარის საზოგადოებასთან ინტეგრაციის ხელშესაწყობად, მისი ფსიქოლოგიური და სოციალური სირთულეების დაძლევის გზით, დანაშაულის ჩადენის ალბათობისა და მნიშვნელოვანი ზიანის რისკის შესამცირებლად;
დ) ადვოკატირებას უწევს ბენეფიციარისათვის უსაფრთხო გარემოში რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მომსახურების მიწოდებას;
ე) ბენეფიციარს და, საჭიროების შემთხვევაში, მის კანონიერ წარმომადგენელს აწვდის ინფორმაციას მისი უფლებების, რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მომსახურების მიზნების, შინაარსისა და შედეგების შესახებ;
ვ) უზრუნველყოფს ბენეფიციარის შესახებ არსებული ინფორმაციის გამჟღავნებისგან დაცვას მისი საზოგადოებაში ინტეგრაციის შეფერხების თავიდან აცილების მიზნით;
ზ) მომსახურებას აწვდის ბენეფიციარს თანამედროვე მტკიცებულებაზე დაფუძნებული პრაქტიკის, პროფესიული ეთიკისა და კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
თ) მის ხელთ არსებული საჭირო რესურსით უზრუნველყოფს ბენეფიციარისა და მისი ოჯახის წევრების ჩართულობას და კონსულტაციის გაწევას მდგრადი შედეგების მიღწევის მიზნით;
ი) ახორციელებს ბენეფიციარის მიერ მიღწეული პროგრესის მონიტორინგს;
კ) ფლობს უნარს, განსაზღვროს მომსახურების შეწყვეტის მიზანშეწონილობა, როდესაც რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მომსახურების მიწოდებით მიღწეულია მიზანი და უზრუნველყოფილია ბენეფიციარის უსაფრთხოება, ან როდესაც შეუძლებელია დასახული მიზნის მიღწევა და აუცილებელია სხვა სახის ინტერვენცია;
ლ) ბენეფიციარებს სარეაბილიტაციო მომსახურებას აწვდის კანონმდებლობით დადგენილი სარეაბილიტაციო მომსახურების სტანდარტის შესაბამისად.
5. მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაცია:
ა) სოციალურ მუშაკს უზრუნველყოფს ისეთი ინფრასტრუქტურითა და სამუშაო გარემოთი, სადაც შესაძლებელია ბენეფიციარის ინკლუზიური გარემოსა და უსაფრთხოების შენარჩუნება;
ბ) შეიმუშავებს ბენეფიციარისთვის საჭირო ფსიქო-სოციალურ, პროსოციალურ, დამოკიდებულების დაძლევის, საგანმანათლებლო და საინფორმაციო სარეაბილიტაციო პროგრამებსა ან/და მომსახურებებს;
გ) უზრუნველყოფს ეფექტური სარეაბილიტაციო მომსახურების შექმნას;
დ) უზრუნველყოფს სოციალური მუშაკის გადამზადებას მტკიცებულებაზე დაფუძნებული პრაქტიკის, პროფესიული ეთიკისა და დადგენილი სტანდარტების გათვალისწინებით;
ე) შეიმუშავებს სარეაბილიტაციო მომსახურების მიწოდების სტანდარტ