1. სოციალური მუშაობა წარიმართება ეფექტური კომუნიკაციის უნარ-ჩვევების გამოყენებით ბენეფიციარებთან ან/და სხვა პირებთან ურთერთობის პროცესში.
2. საქმის კომპლექსური წარმართვის პროცესში, ეფექტური მართვის მიზნით, სოციალური მუშაკი თანამშრომლობს სხვადასხვა უწყებასთან/ორგანიზაციასთან კანონმდელობით დადგენილი წესით.
3. სოციალური მუშაკი:
ა) იყენებს ეფექტური კომუნიკაციის უნარებს როგორც ბენეფიციარის შეფასების, ისე შემთხვევის მართვის პროცესში;
ბ) ავლენს ეფექტური კომუნიკაციის უნარს კოლეგა სოციალურ მუშაკებთან და სხვა სპეციალისტებთან;
გ) იაზრებს პროფესიული ურთიერთთანამშრომლობის როლს, ასევე, კონსულტაციისა და გადაწყვეტილების მიღების დროს მულტიდისციპლინური მიდგომის მნიშვნელობას;
დ) პატივისცემით ეპყრობა კოლეგებს და აღიარებს მათ კვალიფიკაციას;
ე) ბენეფიციარებსა და კოლეგებს აწვდის უკუკავშირს ეთიკური პრინციპების დაცვით;
ვ) საზოგადოებასთან ურთიერთობისას იყენებს სანდოობისა და სოლიდურობის გაღვივებისაკენ მიმართულ ღონისძიებებს;
ზ) ავლენს ღია დამოკიდებულებას კოლეგების მოსაზრებებისადმი;
თ) იყენებს კომუნიკაციის ისეთ ფორმებს, რომლებლიც სხვისი ღირსების დაცვაზეა ორიენტირებული;
ი) იყენებს კომუნიკაციის რაციონალურ და დროის დამზოგავ ფორმებს როგორც ბენეფიციარებთან, ასევე კოლეგებთან და სხვა უწყების წარმომადგენლებთან;
კ) აცნობიერებს საკუთარი ემოციების გამოხატვის და სათანადოდ მართვის მნიშვნელობას;
ლ) ითვალისწინებს ნებისმიერი ნიშნით დისკრიმინაციის გავლენის დაუშვებლობას როგორც თანამშრომლებს შორის, ასევე ბენეფიციარების მიმართ და, ასეთის არსებობის შემთხვევაში, დგამს ქმედით ნაბიჯებს;
მ) ბენეფიციართან არ ამყარებს ინტიმურ ურთიერთობას;
ნ) იცავს პროფესიულ ჩარჩოს და იყენებს არაფამილარული ურთიერთობების ფორმებს.
4. მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაცია სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – იუსტიციის სასწავლო ცენტრთან და სხვა პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, გარკვეული პერიოდულობით, უზრუნველყოფს ეფექტური კომუნიკაციის, პროფესიული გადაწვის, გუნდური შეჭიდულობისა თუ სხვა საჭირო ტრენინგების ჩატარება