სააგენტო/აღსრულების ეროვნული ბიურო ხელს უწყობს სოციალურ მუშაკთათვის და მათი ბენეფიციარებისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფას, რაც გულისხმობს:

ა) სამუშაო სივრცის იმგვარად მოწყობას, სადაც სოციალურ მუშაკს შეუძლია სამუშაო ოთახის ადვილად დატოვება ბენეფიციარისგან მომდინარე შესაძლო ძალადობის თავიდან აცილების მიზნით;

ბ) სოციალური მუშაკის სამუშაო მაგიდის კართან ახლოს მდებარეობის უზრუნველყოფას;

გ) სამუშაო ადგილის იმგვარად განთავსებას, რომ ოთახში შემომსვლელი კარი იყოს სოციალური მუშაკის  მხედველობის ველში;

დ) ინდივიდუალური შეხვედრის ოთახში ბასრი და მძიმე საკანცელარიო ნივთების არარსებობას, რომელიც შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს თავდასხმის იარაღა