1. თუ სოციალური მუშაკი დაადგენს, რომ ვიზიტის განხორციელება მაღალი რისკის შემცველია, იგი უსაფრთხოების გეგმას ათანხმებს მის უშუალო ხელმძღვანელთან, რა დროსაც განისაზღვრება სოციალური მუშაკისა და მასთან მყოფი პირის (პირების) ყველა შესაძლო აქტივობა.

2. განსახორციელებელი ვიზიტი იმგვარად უნდა დაიგეგმოს, რომ მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი ყველა შესაძლო მომდინარე საფრთხე და მაქსიმალურად იქნეს უზრუნველყოფილი სოციალური მუშაკის უსაფრთხოება.

3. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ვიზიტის განხორციელებისას სოციალური მუშაკი:

ა) იმყოფება სხვა თანმხლებ პირთან ერთად;

ბ) ოჯახში ვიზიტისას, სივრცის წყობის გათვალისწინებით, ზის კართან ახლოს.

4. მაღალი რისკის არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოფილია ალტერნატიული გეგმის არსებობა რისკების მინიმუმამდე შესამცირებლა