1. ინფექციური გზით გადამდები დაავადების მატარებელ ბენეფიციართან შეხვედრის ან ვირუსული ინფექციის გავრცელების პირობებში სოციალური მუშაკი იღებს უსაფთხოების განსაკუთრებულ ზომებს.

2. სოციალური მუშაკი ინფორმირებულია ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ რისკთან დაკავშირებით და იღებს გადაწყვეტილებას, სიტუაციის ანალიზის საფუძველზე, ბენეფიციართან პირისპირ შეხვედრის ან შეხვედრის დისტანციურად ჩატარებასთან დაკავშირებით.

3. სააგენტო/აღსრულების ეროვნული ბიურო შეიმუშავებს ვირუსული ინფექციის გავრცელების შემთხვევაში მუშაობის უსაფრთხოების ნორმებს, სადაც აისახება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი რეკომენდაციები, მომსახურების მიწოდების სპეციფიკის გათვალისწინებით.

4. სააგენტო/აღსრულების ეროვნული ბიურო სოციალურ მუშაკთა ინფიცირების შემთხვევების დროულად გამოვლენის მიზნით ახორციელებს რუტინულ შემოწმებებს, შეიმუშავებს ალტერნატიული რეაგირების მექანიზმებსა და სოციალურ მუშაკს უზრუნველყოფს ყველა საჭირო დამცავი რესურსით (პირბადე, ხელთათმანი, ხელის დასაბანი/სადეზინფექციო ხსნარი, ოფისისა და მანქანის სადეზინფექციო საშუალებები და ა.შ.).

5. განსაკუთრებულ შემთხვევებში, სოციალური მუშაკი ინტერვენციას ახორციელებს დისტანციურად, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით.

თავი V

სოციალური მუშაობის უსაფრთხოება სპეციალური პენიტენციური სამსახურის სისტემა