1. სოციალური მუშაკი საველე ვიზიტის განხორციელებამდე აფასებს განსახორციელებელი საველე ვიზიტის ადგილისგან მომდინარე საფრთხესა და რისკს.

2. რისკის იდენტიფიცირების შემთხვევაში, სოციალური მუშაკი აწვდის აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უშუალო ხელმძღვანელ პირს ან/და იმ პირს, რომელიც, თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილებიდან გამომდინარე, უზრუნველყოფს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში მომუშავე პირთა უსაფრთხოების დაცვას.

3. სოციალური მუშაკი თავისი საქმიანობისას, მომართვის ინიციატორ უწყებასთან/პირთან და საქმესთან შესაძლო კავშირში მყოფ სხვა უწყებასთან თანამშრომლობით, კანონმდებლობით დადგენილი წესით, აგროვებს ინფორმაციას განსახორციელებული ვიზიტის ადგილის შესახებ, კერძოდ:

ა) არის თუ არა მოცემული უბანი რისკის შემცველი ძალადობის კუთხით;

ბ) დაგეგმილია თუ არა ვიზიტი დღის ისეთ პერიოდში, რომელიც შესაძლოა რისკის შემცველი იყოს;

გ) არსებობს თუ არა  ბუნებრივ გარემო პირობებთან დაკავშირებული რისკფაქტორები, რომელიც საფრთხის შემცველი შეიძლება იყოს;

დ) განსახორციელებელი ვიზიტის ადგილას რამდენად კარგად ხდება ტელეფონის მიერ სიხშირის მიღება;

ე) იქნებიან თუ არა ოჯახში ვიზიტის განხორციელებისას ბენეფიციართან ერთად სხვა პირები;

ვ) რამდენად უზრუნველყოფილი იქნება სოციალური მუშაკი გამართული სატრანსპორტო საშუალები