1. ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარე ვიზიტის დროს უზრუნველყოფს ექსპერტთა ჯგუფის წევრებს შორის მოვალეობების განაწილებას.
2. ექსპერტთა ჯგუფის წევრი მონაწილეობს ჯგუფის მუშაობაში, უზრუნველყოფს ექსპერტთა შერჩევის, საქმიანობისა და ექსპერტთა კორპუსის წევრობის შეწყვეტის წესით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულებას.
3. ექსპერტი წინასწარ შეთანხმებული დღის წესრიგის მიხედვით ვალდებულია ვიზიტის ფარგლებში შეისწავლოს ყველა საკითხი დასკვნის შესადგენად, მათ შორის, ჩაატაროს დაინტერესებულ პირებთან ინტერვიუირება, საჭიროების შემთხვევაში, გამოითხოვოს დამატებითი დოკუმენტაცია, მოახდინოს ვიზუალური დათვალიერება და საჭიროების შემთხვევაში, განახორციელოს დღის წესრიგით გაუთვალისწინებელი აქტივობები.
4. დაწესებულების სტატუსის მაძიებელი ვალდებულია ხელი შეუწყოს ექსპერტთა ჯგუფს ვიზიტის განხორციელებასა და შესაბამისი დასკვნის მომზადებაში, წარუდგინოს მას ავტორიზაციის მიზნებისათვის საჭირო დამატებითი დოკუმენტაცია და უზრუნველყოს ექსპერტთა ჯგუფის მიერ მოთხოვნილ პირებთან ინტერვიუირება.
5. ექსპერტთა ჯგუფისათვის დაწესებულების სტატუსის მაძიებლის მიერ მისი საქმიანობის განხორციელებაში ხელის შეშლის შემთხვევაში, ცენტრი უფლებამოსილია, გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ.
6. ექსპერტთა ჯგუფი ვიზიტის ბოლო დღეს დაწესებულების სტატუსის მაძიებელს წარუდგენს ექსპერტთა ჯგუფის ძირითად მიგნებებ