1. დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით ცენტრში ავტორიზაციის განაცხადის წარდგენის წესი მტკიცდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

2.  თუ ერთ იურიდიულ პირს დაწესებულების სტატუსის მოპოვების შემთხვევაში სურს საქმიანობა განახორციელოს სხვადასხვა მისამართზე, ავტორიზაციის განაცხადი  წარმოდგენილი უნდა იქნეს თითოეული მისამართის მიხედვით ცალ-ცალკე.

3. ავტორიზაციის მიზნებისთვის დამოუკიდებელ პროგრამას წარმოადგენს:

ა) ადრეული აღზრდისა და განათლების პროგრამა;

ბ) სკოლამდელი აღზრდისა და განათლების პროგრამა;

გ) სასკოლო მზაობის პროგრამა;

დ) უცხოურ ენაზე განხორციელებული პროგრამა;

ე) ბილინგვური/მულტილინგვური მიდგომით განხორციელებული პროგრამა;

ვ) სხვადასხვა მისამართზე განხორციელებული პროგრამა.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პროგრამებით სწავლების საკითხი შეთანხმებული უნდა იყოს სამინისტროსთა