1. ექსპერტი ვალდებულია განაცხადოს თვითაცილება, თუ მას აქვს ინტერესთა კონფლიქტი დაწესებულების სტატუსის მაძიებელთან, რომელშიც უნდა განახორციელოს ვიზიტი.
2. დაწესებულების სტატუსის მაძიებელი უფლებამოსილია, ცენტრში წარადგინოს ექსპერტთა ჯგუფის წევრის აცილება ამ წესის მე-16 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაცნობიდან 2 სამუშაო დღის ვადაში. აცილების შესახებ განცხადების წარდგენა არ იწვევს ავტორიზაციის პროცესის შეჩერებას (მათ შორის ვიზიტის გადადებას).
3. დაწესებულების სტატუსის მაძიებელი ვალდებულია დაასაბუთოს ჯგუფის წევრის აცილება. აცილების საფუძველი შეიძლება გახდეს ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარის ან/და წევრის ინტერესთა კონფლიქტი.
4. ინტერესთა კონფლიქტად მიიჩნევა ექსპერტთა შერჩევის, საქმიანობისა და ექსპერტთა კორპუსის წევრობის შეწყვეტის წესით ან/და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი გარემოებების არსებობა.
5. ცენტრი აცილების განცხადებას განიხილავს 3 სამუშაო დღის ვადაში. აცილების განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში ცენტრი იღებს გადაწყვეტილებას ექსპერტთა ჯგუფის შემადგენლობის ცვლილების შესახებ.
6. ექსპერტის/ექსპერტების აცილების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში ექსპერტთა ჯგუფი იმავე შემადგენლობით აგრძელებს საქმიანობა