1. ავტორიზაციის განაცხადის შესწავლისა და ვიზიტის შედეგად დგება ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტი და წარედგინება ცენტრს.
2. დასკვნის პროექტი აღწერს დაწესებულების სტატუსის მაძიებლის შესაბამისობას ავტორიზაციის სტანდარტებთან.
3. ცენტრი ადგენს ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტის ფორმალურ შესაბამისობას ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილ მოთხოვნებთან. შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში, დასკვნის პროექტი ეგზავნება დაწესებულების სტატუსის მაძიებელს.
4. საჭიროების შემთხვევაში, ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტის ფორმალური შესაბამისობის უზრუნველსაყოფად ექსპერტთა ჯგუფს უკან უბრუნდება დასკვნის პროექტი.
5. დაწესებულების სტატუსის მაძიებელი ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტის გაცნობიდან 10 კალენდარული დღის ვადაში ცენტრში წერილობით წარადგენს არგუმენტირებულ პოზიციას დასკვნის პროექტში მოყვანილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, რომელიც ეგზავნება ექსპერტთა ჯგუფს.
6. იმ შემთხვევაში, თუ ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტში ასახული შეფასება კონკრეტულ სტანდარტთან/სტანდარტებთან მიმართებით განსხვავდება დაწესებულების სტატუსის მაძიებლის თვითშეფასებისაგან და დაწესებულების სტატუსის მაძიებელი იზიარებს ექსპერტთა ჯგუფის შეფასებას, დაწესებულების სტატუსის მაძიებელი უფლებამოსილია ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ არგუმენტირებულ პოზიციასთან ერთად წარადგინოს სტანდარტთან/სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის გეგმა ან/და შესაბამისობის მტკიცებულებები. ექსპერტთა ჯგუფი უფლებამოსილია აღნიშნული გაითვალისწინოს საბოლოო დასკვნის ჩამოყალიბებისას.
7. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული არგუმენტირებული პოზიციის წარდგენის შემთხვევაში, მისი გაცნობის შემდგომ ან არგუმენტირებული პოზიციის წარუდგენლობის შემთხვევაში, ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდგომ, ექსპერტთა ჯგუფი აყალიბებს დასკვნას საბოლოო სახით და წარუდგენს ცენტრს. ექსპერტთა ჯგუფის მიერ ჩამოყალიბებული დასკვნა მოიცავს ინფორმაციას ექსპერტთა ჯგუფის მიერ არგუმენტირებული პოზიციის გაზიარების ან არ გაზიარების არგუმენტაციის თაობაზე.
8. ექსპერტთა ჯგუფის დასკვნას ცენტრი უგზავნის დაწესებულების სტატუსის მაძიებელს.
9. ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის ფორმა და მისთვის დადგენილი მოთხოვნები მტკიცდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომელიც ქვეყნდება საჯარო